მიგრაციასაზოგადოებასაბერძნეთი

საბერძნეთი 2020 წელს 100 000-ზე მეტ მიგრანტს ელოდება

თავშესაფრის მაძიებლები ისევ აგრძელებენ საბერძნეთის კუნძულებზე – ლესბოსსა და სამოსზე ჩასვლას და კრიზისი სულ უფრო მწვავდება. საბერძნეთის ხელისუფლების პროგნოზით, მომავალ წელს თურქეთიდან ბერძნული კუნძულებისკენ თავშესაფრის მაძიებელთა მორიგი ნაკადი წამოვა და ახალ მიგრანტთა რაოდენობა 100 ათასს მიაღწევს, რაც კიდევ უფრო გაამწვავებს სიტუაციას ისედაც დატვირთულ მიგრანტთა ბანაკებში. ამის შესახებ ინფორმაციას DEUTSCHE WELLE ავრცელებს.

„კრიზისი ამჟამად არსებობს და თანაც სერიოზული“, – განაცხადა სახელმწიფო კომისარმა მიგრაციის საკითხებში მანოს ლოგოთეტისმა.

გასული 6 თვის განმავლობაში საბერძნეთში 45 ათასამდე მიგრანტი ჩავიდა, რაც უფრო მეტია, ვიდრე 2015 წელს, როდესაც სირიაში სამოქალაქო ომი დაიწყო.

ამ დროისთვის თავშესაფრის მოთხოვნაზე პასუხს 41 ათასი მიგრანტი ელოდება, ისინი კუნძულებზე – ლესბოსსა და სამოსზე მდებარე მიგრანტთა ბანაკებში (მორია – ლესბოსზე, ვათი – სამოსზე) ცხოვრობენ.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close