fbpx
მოგზაურობამსოფლიოპოლიტიკა

უკრაინელებს რუსეთში წასასვლელად საზღვარგარეთის პასპორტი დასჭირდებათ

უკრაინის ხელისუფლება საკუთარი მოქალაქეებისთვის რუსეთში წასვლის წესებს ცვლის. 2020 წლის პირველი მარტიდან რუსეთის საზღვრის კვეთა მხოლოდ საზღვარგარეთის პასპორტით იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

შიდა პასპორტით და ბავშვების დაბადების მოწმობით უკრაინის მოქალაქეები რუსეთში ვეღარ წავლენ. ამ წესის შემოღება, უკრაინის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სასაზღვრო კონტროლის დროს შეამცირებს.

ამასთან, რუსეთიდან სამშობლოში დაბრუნებული უკრაინელები საზღვარზე ისევ შეძლებენ წარადგინონ როგორც საზღვარგარეთის პასპორტი, ისე პირადობის მოწმობა.

უკრაინასა და რუსეთს შორის უვიზო რეჟიმი მოქმედებს. 2014 წლიდან ყირიმის მოვლენებისა და უკრაინის კრიზისის შემდეგ ორ ქვეყანას შორის სასაზღვრო რეჟიმი გამკაცრდა. 2017 წლის ბოლოს უკრაინამ საზღვრის კვეთის დროს რუსეთის მოქალაქეებისთვის ბიომეტრიული შემოწმება შემოიღო.

imedinews.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close