fbpx
საზოგადოებასაქართველო

დეკანოზი ანდრია 15 წლის მოზარდზე: გამორიცხული არ არის, ლუკა შემთხვევით ჩამოვარდნილიყო

საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების თემაზე „ფეისბუკზე“ წერს.

„15 წლის ლუკა სირაძისთვის წესის აგებაზე არ იქნება დაბრკოლება. პატრიარქმა მისცა კურთხევა.

გუშინ მოძღვარმა შვიდგზის ზეთისცხების მსახურება შეასრულა საავადმყოფოში ლუკასთვის, შესაბამისად, მას შენდობის ლოცვაც წაუკითხა მან.

ესეც რომ არა, დღეს მის დედასა და ძმასთან საუბრიდან გამოჩნდა, რომ დაზუსტებით შეუძლებელია იმის თქმა, რომ მან თავი გადმოიგდო. არსებობს მოსაზრება და გამორიცხული არ არის, რომ ლუკა შემთხვევით ჩამოვარდნილიყო“, – წერს ანდრია ჯაღმაიძე.

დეკანოზს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შემდეგი სიტყვებით გამოეხმაურა: „ბერას პირადი „მოძღვარი“, ნაგავი“.

15 წლის ლუკა სირაძემ სკოლაში კედლებზე გაკეთებულ წარწერებზე გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა ცადა. მოზარდი რამდენიმე დღეში საავადმყოფოში გარდაიცვალა.

დაღუპულის ოჯახი და მათი უფლებადამცველები სამართალდამცველებს ბავშვის აღიარებითი ჩვენების იძულებით მოპოვების მცდელობაში ადანაშაულებენ.

საქმეზე დაკავებულია დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველი განყოფილების ერთი გამომძიებელი, მარიანა ჩოლოიანი, ჩვენების მიცემის იძულების ბრალდებით. ის ბრალდებას უარყოფს.

radiotavisupleba.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close