მსოფლიორას არ გაიგებ/ფაქტებისაზოგადოება
მსოფლიოს უხუცესმა წყვილმა ქორწინების მე-80 წლისთავი აღნიშნა
მსოფლიოს ყველაზე ასაკოვანმა წყვილმა – ჯონ და შარლოტ ჰენდერსონებმა ქორწინების მე-80 იუბილე აღნიშნეს. ამის შესახებ CNN-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ჯონი 106 წლისაა, შარლოტი კი – 105-ის. გინესის რეკორდების წიგნმა ისინი მსოფლიოს უხუცეს წყვილად ოფიციალურად მიმდინარე წლის ნოემბერში აღიარა. ჰენდერსონებმა ერთმანეთი 1934 წელს ტეხასის უნივერსიტეტში გაიცნეს და 1939 წელს, მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე დაქორწინდნენ.
საზეიმო თარიღის აღსანიშნავად მთელი მათი ოჯახი შეიკრიბა, ჯონმა კი შარლოტს თაიგული მიართვა.
ჰენდერსონები მიიჩნევენ, რომ ხანგრძლივი სიცოცხლის და ბედნიერი ქორწინების მთავარი საიდუმლო ზომიერებაშია.
imedinews.ge
კომენტარები