fbpx
რას არ გაიგებ/ფაქტებისაზოგადოებასაბერძნეთი

„შავ პარასკევს“ სინამდვილეში ფასდაკლებები არ ყოფილა, საქონლის ნაწილი კი უფრო ძვირად გაიყიდა! – საბერძნეთის რეალობა

მომხმარებლის მიერ „შავი პარასკევის“ სარეკლამო აქციის ფარგლებში პოპულარული ბერძნული ვებგვერდის, SKROUTZ-ის  მეშვეობით შეძენილი საქონლის მხოლოდ 8,5%-ზე მოქმედებდა ფასდაკლება და ისიც 10%-ის ფარგლებში, რაც ისედაც ნაკლებია, ვიდრე 15%-იანი ფასდაკლება გასულ, 2018 წელს.

აღსანიშნავია, რომ საქონლის 1,2% უფრო მაღალ ფასად გაიყიდა, ვიდრე მათი ღირებულება იყო „შავი პარასკევის“ აქციის წინა დღეებში.

მიუხედავად იმისა, რომ საქონლის 90,3% „სპეციალური შეთავაზებების“ კვირაში იმავე ფასად გაიყიდა, რაც „შავი პარასკევის“ „ფასდაკლებების“ დაწყებამდე იყო, გაყიდული საქონლის მოცულობა (საქონელბრუნვა – ეკონომიკური ტერმინი რომ ვიხმაროთ) წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარები 56,9%-ით გაიზარდა.

ასე რომ, რეკლამამ თავისი საქმე გააკეთა და მომხმარებელი გამყიდველების „ანკესს“ წამოეგო.

საქართველოში ამგვარი კვლევა სპეციალურად არავის ჩაუტარებია, თუმცა საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს, რომ ასეთი „ეშმაკობები“ მით უმეტეს აქტუალურია საქართველოში, სადაც მომხმარებელთა უფლებების დაცვისთვის ჯერჯერობით არავის სცხელა.

ნინო ხოშტარია

წყარო: https://rua.gr/
კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close