მსოფლიოპოლიტიკა

სასამართლო რეფორმის გამო პოლონეთს შესაძლოა ევროკავშირის დატოვება მოუწიოს

პოლონეთის უზენაესი სასამართლოს განცხადებით, სასამართლო რეფორმის გამო ქვეყანას შესაძლოა ევროკავშირის დატოვება მოუწიოს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

რეფორმის თანახმად, იუსტიციის მინისტრს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნისა და გადაყენების უფლება ენიჭება, მოსამართლეებისთვის კანონით დადგენილი საპენსიო ასაკი კი უქმდება.

მოსამართლეების განცხადებით, კანონპროექტი ევროკავშირის კანონმდებლობას ეწინააღმდეგება და სასამართლო სისტემაზე თავდასხმას წარმოადგენს. ნებისმიერი მოსამართლე, რომელიც იუსტიციის ეროვნულ საბჭოს მიერ წარდგენილ კანდიდატებს გააკრიტიკებს, შესაძლოა დაჯარიმდეს ან თანამდებობა დატოვოს.

2 დეკემბერს პოლონეთის სხვადასხვა ქალაქში სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით საპროტესტო აქციები გაიმართა. დემონსტრანტებმა გააპროტესტეს თანამდებობიდან მოსამართლე პაველ იუშინინის გადაყენება, რომელიც პოლონეთის ხელისუფლების მიერ გატარებულ სასამართლო რეფორმას ეწინააღმდეგებოდა.

პოლონეთში მიმდინარე სასამართლო რეფორმა მოქალაქეების პროტესტს იწვევს. რეფორმას ასევე აკრიტიკებენ ევროკავშირი და საერთაშორისო ორგანიზაციები.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close