ეკონომიკასაზოგადოებასაქართველო
საქართველოში საარსებო შემწეობას 416 400 ადამიანი იღებს
საქართველოში საარსებო შემწეობას 416 400 ადამიანი იღებს, რაც 116 111 ოჯახს შეადგენს. წლის დასაწყისიდან შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 25 700-ით შემცირდა და ამ დროისთვის მას მოსახლეობის 11.2% იღებს. ამ მიზნით სახელმწიფომ წლის დასაწყისიდან 286 მლნ ლარზე მეტი დახარჯა.
ყველაზე ღარიბი რეგიონი რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთია, სადაც საარსებო შემწეობას ადგილობრივი მოსახლეობის 37%-ზე მეტი იღებს, ამის შესახებ GBC წერს.
შემწეობაზე დამოკიდებულთა რაოდენობა (წილი მოსახლეობის მთლიან რიცხოვნობასთან შედარებით) რეგიონების მიხედვით:
საქართველო 411 400 – 11,2%
აჭარა 41 504 – 12,3%;
თბილისი 86 700 – 7.5%;
გურია 18 427 – 16.3%;
რაჭა/ლეჩხუმი/ქვ.სვანეთი 11 852 – 37.3%;
კახეთი 41 743 – 13.1%;
იმერეთი 54 851 – 10.2 %;
მცხეთა-მთიანეთი 12 519 – 13.3%;
სამეგრელო/ზემო სვანეთი 55 747 – 16.8 %;
სამცხე-ჯავახეთი 10 900 – 6.9%;
ქვემო ქართლი 44 874 – 10.6%;
შიდა ქართლი 40 221 – 15.2%.
კომენტარები