მსოფლიოპოლიტიკა

უკრაინა ორმაგი მოქალაქეობის შემოღებას აპირებს

უკრინის მთავრობა ამზადებს კანონპროექტს, რომლის თანახმადაც უკრაინული პასპორტის მისაღებად უცხო ქვეყნის მოქალაქეობაზე უარის თქმა საჭირო არ იქნება. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურის ხელმძღვანელმა განაცხადა.

მაქსიმ სოკოლიუკის თქმით, ორმაგი მოქალაქეობის შემოღება გაფორმდება, როგორც ახალი პროცედურა. მისივე განმარტებით, კანონპროექტი ჯერ უმაღლესი რადის დეპუტატებმა უნდა განიხილონ.

13 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ზელენსკის ბრძანებით, პოლიტიკურად დევნილ რუსებს უკრაინის მოქალაქეობას მისცემენ.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close