საზოგადოებასაქართველო

ბებია-ბაბუა ბერუკასთან ერთად – ფოტო ბერას ინსტაგრამიდან

რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი პაპა გახ­და. ბერა ივა­ნიშ­ვილს და ნა­ნუ­კა გუ­და­ვა­ძეს ბიჭი შე­ე­ძი­ნათ. ბე­რამ და ნა­ნუ­კამ შვილს ბე­რუ­კა და­არ­ქვეს, რაც, სა­ვა­რა­უ­დოდ, მათი სა­ხე­ლე­ბის შე­ერ­თე­ბით იყო მი­ღე­ბუ­ლი.

ნა­ნუ­კა გუ­და­ვა­ძემ სა­ჩხე­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ჭორ­ვი­ლა­ში, ივა­ნიშ­ვი­ლე­ბის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში იმ­შო­ბი­ა­რა. ცხა­დია, სახ­ლში მშო­ბი­ა­რო­ბა სპონ­ტა­ნუ­რად არ მომ­ხდა­რა, ჩვე­ნი წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ივა­ნიშ­ვი­ლებ­მა სპე­ცი­ა­ლუ­რად ავ­სტრი­ი­დან ჩა­მო­იყ­ვა­ნეს მეან-გი­ნე­კო­ლო­გი და სა­ნიტ­რე­ბის ჯგუ­ფი.

მშო­ბი­ა­რო­ბას ასე­ვე ეს­წრე­ბო­და ოჯა­ხის ნდო­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი მე­ა­ნი სა­ჩხე­რის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრი­დან. ცოტა ხნის წინ ბე­რამ „ინ­სტაგ­რა­მის“ „სთო­რი­ში“ ოჯა­ხის ახალი ფო­ტო­ე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც პა­ტა­რა ბე­რუ­კა ბე­ბია-ბა­ბუ­ას­თან ერ­თად არის გა­და­ღე­ბუ­ლი.

ნა­ნუ­კამ და ბე­რამ ჯვა­რი გა­სუ­ლი წლის 11 ნო­ემ­ბერს სვე­ტი­ცხო­ველ­ში და­ი­წე­რეს. სვე­ტი­ცხო­ველ­ში ნა­ნუ­კას თეთ­რი კაბა ეცვა, ტრა­დი­ცი­უ­ლი ქარ­თუ­ლი ელე­მენ­ტე­ბით, ბე­რას კი – ასე­ვე თეთ­რი ფე­რის ჩოხა.

წვე­უ­ლე­ბა­ზე 150 ადა­მი­ა­ნი იყო და­პა­ტი­ჟე­ბუ­ლი, მათ შო­რის, პო­ლი­ტი­კოს­თა­გან კახა კა­ლა­ძე და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი. ქორ­წილს აფორ­მებ­და ან­სამ­ბლი „ერი­სი­ო­ნი“ და ფრან­გი და ბრა­ზი­ლი­ე­ლი მუ­სი­კო­სე­ბი. მიწ­ვე­ულ­თა შო­რის არ აღ­მოჩ­ნდა ბერა ივა­ნიშ­ვი­ლის ნათ­ლია, მომ­ღე­რა­ლი თამ­რი­კო ჭო­ხო­ნე­ლი­ძე.

წყარო: info9.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close