მსოფლიოპოლიტიკასაზოგადოება

მოსკოვის ყოფილი მერი, იური ლუჟკოვი გარდაიცვალა

მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი 10 დეკემბერს 83 წლის ასაკში გარდაიცვალა, – ამის შესახებ „ინტერფაქსი“ იუწყება.

ლუჟკოვს გერმანიაში, მიუნხენის ერთ-ერთ კლინიკაში 9 დეკემბერს გულზე ოპერაცია ჩაუტარდა. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, თუმცა მეორე დღეს გართულებები განვითარდა, რამაც ფილტვების შეშუპება გამოიწვია და ლუჟკოვი გარდაიცვალა.

იური ლუჟკოვი მოსკოვის მერის თანამდებობაზე რუსეთის პრეზიდენტმა ბორის ელცინმა 1992 წელს დანიშნა. იგი მოსკოვის მერი იყო 2010 წლამდე, თუმცა 2010 წელს მაშინდელმა პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა გაათავისუფლა „ნდობის დაკარგვის გამო“. პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ ლუჟკოვი სოფლის მეურნეობით იყო დაკავებული.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close