საზოგადოებასაქართველო

პარასკევს სამებაში ხუთი წირ­ვა ჩატარდება – სამ­ღვდე­ლო­ე­ბა ემიგ­რან­ტებს და­ლო­ცავს

12 დე­კემ­ბერს, ხუთ­შა­ბათს სამების საკათედრო ტაძარში დიდი ლოც­ვა ჩა­ტარ­დე­ბა, პა­რას­კევს კი მთელი ღა­მით ტა­ძა­რი ღია იქ­ნე­ბა. ამის შესახებ სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს პატ­რი­არ­ქმა, ილია მე­ო­რემ სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში საკ­ვი­რაო ქა­და­გე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ბრძანა. რო­გორც პატ­რი­არ­ქმა აღ­ნიშ­ნა, ჩა­ტარ­დე­ბა ხუთი წირ­ვა, რომელთა დროს სამღვდე­ლო­ე­ბა საქართველოს მო­სახ­ლე­ო­ბას და ემიგ­რან­ტებს დალოცავს.

„მინ­და შე­გახ­სე­ნოთ, რომ მო­მა­ვალ პა­რას­კევს არის ხსე­ნე­ბა წმინ­დი­სა მო­ცი­ქუ­ლი­სა ანდრია პირველწოდებულისა, რო­მელ­მაც და­ა­არ­სა ჩვე­ნი ეკ­ლე­სია. ამა­ვე დღეს არის ხსე­ნე­ბა წმინ­დი­სა მეფისა ვახ­ტანგ გორ­გა­სა­ლი­სა და პირ­ვე­ლი კა­თო­ლი­კო­სე­ბის – პეტრე პირველისა და სა­მუ­ე­ლი­სა. ხუთ­შა­ბათს სა­ღა­მოს იქ­ნე­ბა დიდი ლოც­ვა და პარასკევს მთელი ღამე ტა­ძა­რი ღია იქ­ნე­ბა. შესრულდება ხუთი წირ­ვა. ამ ხუთი წირვის დროს ჩვენ მო­ვიხ­სე­ნებთ სა­ქარ­თვე­ლოს მოსახლეობას. სა­ქარ­თვე­ლოს მკვიდრებს და უცხო­ეთ­ში მცხოვ­რებ ქარ­თვე­ლებს. ღმერ­თმა დაგლოცოთ, გა­გა­ხა­როთ, გა­გაძ­ლი­ე­როთ“, – ბრძა­ნა პატ­რი­არ­ქმა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close