საზოგადოებასაქართველო

რუსთავში 2 წლის გოგონამ კარი შიგნიდან ჩაკეტა და დედა გარეთ დატოვა (ვიდეო)

ორი წლის გოგონას დედამ, რომელიც მეზობელთან ორიოდე წუთით გავიდა და ბავშვი სახლში მარტო დატოვა, უკან დაბრუნებულმა, აღმოაჩინა, რომ კარი შიგნიდან იყო ჩაკეტილი. ბინაში შესვლის უშედეგო მცდელობის შემდეგ მან მაშველები გამოიძახა.

შემთხვევა რუსთავში მოხდა. ადგილზე მისული მაშველები თავიდან ცდილობდნენ, გოგონასთვის აეხსნათ, როგორ გაეღო კარი, მაგრამ ბავშვმა, რომელმაც კარი შიგნიდან ჩაკეტა, თავად ვეღარ შეძლო მისი გაღება.

საბოლოოდ ერთ-ერთი მაშველი მეშვიდე სართულიდან ტროსით ჩავიდა მეექვსე სართულზე მდებარე ბინის აივანზე, საიდანაც ბინაში შევიდა და ბავშვთან სამახსოვრო კადრებიც გადაიღო.

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close