საზოგადოებაქართველები უცხოეთშისაქართველო

რამ გააოცა ანიტას უცხოელი ექიმები – საჩუქრები… საჩუქრები… საჩუქრები პაწაწინა ნებიერას

ქართველების გულისხმიერებას ანიტას ექიმები გაუოცებია – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ანიტას ოჯახის წევრი წერს.

„გუშინ, დაღამებულზე, ზარი გაისმა მარიკოს ტელეფონზე: პალატას ვერ ვაგნებ და იქნებ, სადმე მნახოთო. – უცნობი ადამიანი, სრულიად.

ჩავიდა მარიკო. პალატაში ამოსვლის უფლება არ მისცეს მნახველს, მაგრამ, რისთვისაც მივიდა დაღამებულზე – ის ყველაფერი დღეს ანიტას პალატაშია.

საჩუქრები… საჩუქრები… საჩუქრები პაწაწინა ნებიერას.

ეს გულისხმიერებაა, ეს სითბო და სიყვარულია ჩვენს გოგოს მკურნალობასთან ერთად – თავის დასაძლევს რომ დააძლევინებს.

უღრმესი მადლობა, ადამიანებო!

ყველას მადლობა, ვისაც, ეს პოსტი გეკუთვნით და რომც მოვინდომო სათითაოდ ყველას სახელის დადგენა, მაინც ვერ დაგატევთ ვერც ამ პოსტში და ვერც მადლობაში, რომელსაც გიხდით. გვიყვარხართ ანიტასთვისაც და ისედაც. გვეამაყებით!

აქვე ვამატებ მარიკოს ნაამბობს:
„რამდენიმე დღის წინ შემოდის ექიმი. ჩვენი პალატა გავსებულია სათამაშოებით. მე ვზივარ და ვაჭმევ ანიტას ფენოვან ხაჭაპურს (ტრადიციულად). ჯერ სათამაშოებს შეხედა, შემდეგ მეკითხება – ამ საჭმელს შენ ამზადებო. ვუპასუხე, მოგეხსენებათ, საავადმყოფოში არ არის მომზადების პირობები, ამიტომ აქაურ ქართველებს მოაქვთ და ამ სათამაშოებს, რასაც ხედავთ ყველაფერი მათი მოტანილია-მეთქი. ვაა ანუ გრაცში მეგობრები გყავსო. ავუხსენი, რომ აქ ისე ჩამოვედი არათუ მეგობარი, ერთი ნაცნობიც კი არ მყავდა. ისიც ვუთხარი, რომ ამ ადამიანებმა თვითონ მომძებნეს და შემომთავაზეს დახმარება-მეთქი. გაოგნებული მიყურებდა და ბოლოს მითხრა, ეს ყველაფერი ძალიან, ძალიან მშვენიერიაო და გავიდა. მე კიდე დავრჩი ამაყი და გაყეყეჩებული“.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close