ჰოროსკოპი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 9-15 დეკემბერი

9-იდან 11 დეკემბრამდე მზარდი მთვარის პერიოდია. იმდენი საქმე დაგიგროვდებათ, რომ მარტო ვერ მოერევით, ამიტომ ნურც შეეცდებით ამხელა ტვირთის ზიდვას და სხვებიც დაიხმარეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოიფიტებით.  
12 დეკემბერს სავსე მთვარეა. ცოტა იფიქრეთ და მეტი შეიგრძენით ამ დღეს. ეს განსაკუთრებით პირად ცხოვრებას ეხება. ენდეთ საკუთარ გულს, რის გამოც შეიძლება საოცარი რამ მოხდეს თქვენს ცხოვრებაში.
13-იდან 15 დეკემბრამდე კლებადი მთვარის პერიოდია. ამ პერიოდში განსაკუთრებით ისინი დაზარალდებიან, ვინც მიჩვეულია, ყველაფერზე თავად აიღოს პასუხისმგებლობა და თვითონ იტვირთოს ყველაზე მძიმე ტვირთი. შეიძლება სწორედ ახლა დადგეს გადამწყვეტი მომენტი მეუღლესთან ურთიერთობაში, თუმცა ვარსკვლავების რჩევით, ნებისმიერი გადაწყვეტილება კარგად აწონ-დაწონეთ.

 

ვერძი

ვერძის ნიშნის ქვეშ დაბადებულთა უმრავლესობისთვის ეს კვირა ძალიან წარმატებული იქნება. მათ საკუთარი თავის წარმოჩენის, თავიანთი პასუხისმგებლობისა და პროფესიონალიზმის დემონსტრირების შესაძლებლობა ექნებათ. ეს არის ძალიან საინტერესო პერიოდი: ვერძები ინტუიციურად გრძნობენ,  რას ელიან მათგან და მარტივად იღებენ სწორ გადაწყვეტილებას. თქვენი  ხიბლი და სექსუალურობა ახალ თაყვანისმცემლებს და ბიზნეს პარტნიორებს მოიზიდავს, მაგრამ არ ღირს მიიღოთ შემოთავაზებები, რომლებიც სწრაფ მოგებას გპირდებიან: სავარაუდოდ, ისინი წარუმატებელნი აღმოჩნდებიან. შაბათ-კვირას ალბათ ზედმეტი შრომა მოგიწევთ, აპათია, მარტოობის სურვილი გაგიჩნდებათ. შეეცადეთ მეტი დაისვენოთ და საქმე სანდო პარტნიორებს გადააბაროთ: ისინი დაგეხმარებიან, რომ ყველაფერი სათანადოდ წარიმართოს.

 

კურო

ამ კვირაში კუროს ნიშნის ქვეშ დაბადებულებს უამრავი საქმე აქვთ, რომლებსაც ისინი მშვენივრად გაუმკლავდებიან. კომპრომისების მოძებნის ნიჭი, ასევე განვითარებული ინტუიცია საშუალებას მოგცემთ მომგებიან პროექტებში მიიღოთ მონაწილეობა. მოგიწევთ რაღაც დათმოთ, კარმული ვალი მოიხადოთ, მაგრამ ამით არაფერს დაკარგავთ: ადრე თუ გვიან უკან გაცილებით მეტი დაგიბრუნდებათ. და ერთი რჩევაც:  საჭირო არ არის ასე თავგამოდებით დაიცვათ თქვენი აზრი, მით უმეტეს, თუ გულის სიღრმეში თავად იცით, რომ ცდებით.

 

ტყუპი

ეს ხელსაყრელი დროა სულიერი ზრდისთვის, სწავლისთვის, მოგზაურობისთვის. მაგრამ გაითვალისწინეთ: უამრავი სახის შეზღუდვის წინაშე აღმოჩნდებით, რაც საშუალებას არ მოგცემთ, „მიწას მოწყდეთ“. ამასთან, ძლიერი ნებისყოფისა და თქვენი მიზნების კარგად გააზრების წყალობით, შეძლებთ მიაღწიოთ იმას, რაც გსურთ. შაბათ-კვირას მოსალოდნელია სირთულეები კომუნიკაციაში, სავარაუდოდ, საკუთარ თავში ჩაკეტვის სურვილი გაგიჩნდებათ. სახლშიც კი, ახლობლების წრეში, თავს მთლად კომფორტულად არ იგრძნობთ. რას იზამთ, ესე იგი, დროა განმარტოვდეთ და საკუთარი თავს ჩაუღღმავდეთ.

 

კირჩხიბი

ეს კვირა საკმაოდ ჰარმონიული პერიოდია. თქვენ შეძლებთ გამოავლინოთ თქვენი შესაძლებლობები, იპოვოთ სამსახურებრივი პრობლემების ინოვაციური გადაწყვეტები და კარიერაში წინ წაიწიოთ. კოლეგებიც და ხელმძღვანელობაც აფასებენ თქვენს იდეებს. გარდა ამისა, შეიძლება გავლენიანი მფარველები გამოგიჩდეთ. უბრალოდ, არ დაუშვათ, რომ საქმეს მოგწყვიტონ.  შაბათ-კვირა არც ისე წარმატებული იქნება: რაღაც გეგმის მიხედვით არ განვითარდება და ზოგიერთ საკითხზე უარის თქმა მოგიწევთ. ნუ შეეცდებით, ნებისმიერ ფასად გადალახოთ ყველა დაბრკოლება, უბრალოდ, უკეთეს დროს დაელოდეთ.

 

ლომი

ლომის ნიშნის ქვეშ დაბადებულებს ვარსკვლავები ურჩევენ, რომ იყვნენ პრაქტიკულები და არ ენდონ მათ, ვინც ოქროს მთებს ჰპირდებათ. გვერწმუნეთ, ახლა ამის დრო არ არის, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია რეალურ საქმეებს მიხედოთ. ამ პერიოდში ლომის ნიშნის ზოგიერთი წარმომადგენელი დაღლილობას, ენერგიის გამოცლას იგრძნობს.   შეეცადეთ რაც შეიძლება მეტი დაისვენოთ, მაშინ შეძლებთ თქვენი გეგმების განხორციელებას, მათ შორის, ფინანსურის. უბრალოდ, გაითვალისწინეთ: ახლა კოლეგებსა და პარტნიორებს არ უნდა დაეყრდნოთ. უმჯობესია მარტომ იმოქმედოთ.

 

ქალწული

ამ კვირაში ფორტუნა ქალწულების მხარესაა. ეს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ხელსაყრელი პერიოდია. თქვენ ხართ მომხიბვლელი, ენერგიული, ნიჭიერი და ნებისმიერი მიზნის მიღწევა შეგიძლიათ. გარდა ამისა, ახლა კარგი მომენტია, რომ თქვენს გარეგნობაზე იზრუნოთ, ფიგურას მიხედოთ და გარდერობი განაახლოთ. ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ ქალწულის ნიშნის ქვეშ დაბადებულები, წარმატებით ფრთაშესხმულები, სამყაროს ვარდისფერი სათვალით დაუწყებენ ყურებას, ამიტომ ზოგჯერ ისინი ვერ შეძლებენ ადეკვატურად შეაფასონ სიტუაცია, საკუთარი ძალები და კონკურენტების შესაძლებლობები.

 

სასწორი

ახლა თქვენი შემოსავლის გაზრდას ცდილობთ, მაგრამ ადვილი არ არის ძალა მოიკრიბოთ და მობილიზება შეძლოთ. თქვენთვის უჩვეულო სიმკაცრემ და სიცივემ ურთიერთობებში შეიძლება საყვარელ ადამიანებთან გაუცხოება გამოიწვიოს. ამ კვირის მეორე ნახევარში კონფლიქტები და წარუმატებლობები გამოწვეული იქნება თქვენი სურვილით, თამაშის საკუთარი წესები სხვებს თავზე მოახვიოთ. ახლა შენიშვნების მიცემის, გარისკვის და მოგზაურობის დრო არ არის. და არ იმოქმედოთ ძალის პოზიციიდან – ეს უარყოფითად იმოქმედებს ბავშვებთან თქვენს ურთიერთობაზე.

 

მორიელი

ეს გაზრდილი აქტიურობის პერიოდია. თქვენი მოზღვავებული ენერგია, ასევე, სექსუალური მიმზიდველობის ზრდა შეიძლება ახალ რომანებად „კონვერტირდეს“, მისწრაფებად, რომ სრულყოფილად იცხოვროთ, თუმცა უფრო მიზანშეწონილია ცოტა დამშვიდდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოუფიქრებელი მოქმედებები და გადაჭარბებული ექსტრავაგანტულობა ფინანსურ პრობლემებამდე მიგიყვანთ. საბედნიეროდ, მორიელთა უმრავლესობას გამოუჩნდება გულუხვი მეგობრები, რომლებიც დახმარებისთვის მზად არიან. გარდა ამისა, ახლა თანამშრომლობისთვის ხელსაყრელი პერიოდია, ამიტომ შეეცადეთ თანამოაზრეები იპოვოთ.

 

მშვილდოსანი

ძალიან სავარაუდოა ცვლილებები მშვილდოსნის ნიშნის ქვეშ დაბადებულთა კარიერაში: ახალი თანამდებობა, გუნდის შეცვლა ან სხვა სამუშაოზე გადასვლა. ასევე, სასიყვარულო ურთიერთობაში სასიამოვნო სიურპრიზებიც შესაძლებელია. მხოლოდ აქტიური იყავით – თუ ხელსაყრელ დროს არ ელოდებით. ეს კვირა წარმატებული იქნება: იგრძნობთ მოზღვავებულ ენერგიას,  შთაგონებას, შეიგრძნობთ საყვარელი ადამიანების  მხარდაჭერას – და შეგიძლიათ მთები გადადგათ!

 

თხის რქა

კარგი პერიოდია თხის რქის ნიშნის წარმომადგენელთა ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. არის შანსი, რომ სასარგებლო კონტაქტები დაამყაროთ, რომელთა წყალობითაც თქვენთვის ახალი ჰორიზონტი გაიხსნება, შესაძლებლობა გექნებათ გამოავლინოთ თქვენი ნიჭი და გაღიარონ. მართალია, ბევრ თხის რქას ფუფუნებისა და დაუფიქრებელი დანახარჯებისკენ მიდრეკილება გაუჩნდება, რაც მათ ბიზნესპარტნიორებს სულაც არ მოეწონებათ. შაბათ-კვირას ადვილი იქნება ირგვლივ მყოფებთან საერთო ენის პოვნა, სხვა ადამიანების იდეების გაგება და მიღება.

 

მერწყული

შესაფერისი დროა ფინანსური და ოჯახური პრობლემების გადასაჭრელად. ამ კვირაში იღბალი ისევ თქვენს მხარეზეა. საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობა გააფართოებს თქვენს სოციალურ კავშირებს. თქვენი მჭევრმეტყველება და ხიბლი კი ხელს შეგიწყობთ თანამოაზრეების, ასევე, ახალი თაყვანისმცემლების პოვნაში. ნუ იქნებით ძალიან ეჭვიანი, წინააღმდეგ შემთხვევაში ბრწყინვალე შესაძლებლობებს გამოტოვებთ. ყოველ შემთხვევაში, შეეცადეთ გათავისუფლდეთ ყველაფრისგან, რაც თქვენს განვითარებას და მიზნისკენ სწრაფვას უშლის ხელს.

 

თევზები

კვირის პირველი ნახევარი ხელსაყრელია უძრავი ქონების, ფუფუნების საგნების შესაძენად, ასევე სახლის მოსაწყობად. მხოლოდ  გაითვალისწინეთ: თუ მთლიანად ჩაეფლობით საცხოვრებლისა და ოჯახური პრობლემების მოგვარებაში, სამსახურებრივ მოვალეობებს კი დაივიწყებთ, ხელმძღვანელობა უკმაყოფილო იქნება. 12 დეკემბრის შემდეგ ფრთხილად იყავით: არსებობს უსიამოვნო, შესაძლოა ექსტრემალურ სიტუაციებში მოხვედრის რისკი. მეორე მხრივ, ეს მშვენიერი დროა შემოქმედებისთვის, როდესაც შეგიძლიათ გამოავლინოთ თქვენი ნიჭი და ორგანიზატორული შესაძლებლობები.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close