საზოგადოებასაქართველო
მამუკა ბახტაძეს ტყუპი შეეძინა
საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს ტყუპი შეეძინა. ახალშობილებს ანა და გიორგი დაარქვეს. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ბახტაძის პრემიერობის დროს მისი აპარატის ყოფილი უფროსი გიორგი ჭოლაძე ავრცელებს.
მამუკა ბახტაძე პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან მიმდინარე წლის 2 სექტემბერს გადადგა და საზოგადოებამაც თითქოს დაივიწყა მის შესახებ, თუმცა ცოტა ხნის წინ „ინსტაგრამზე“ გამოქვეყნებულმა ფოტომ, რომელზეც ჩანს, რომ იგი საყვარელ ქალთან ერთად ზამთრის კურორტზე ისვენებს, წყვილი მედიის ყურადღების ცენტრში მოაქცია. ბახტაძის რჩეული და ახლა უკვე მისი შვილების დედა ყოფილი მოდელი, მარკეტინგის მენეჯერი იანა კოკოულინაა. მათი სასიყვარულო ურთიერთობა უკვე ექვსი წლის თავზე შესანიშნავად დაგვირგვინდა – ტყუპი ქალვაჟით.
ამავე თემაზე: ყოფილი პრემიერის, მამუკა ბახტაძის რჩეული – ყოფილი მოდელი
კომენტარები