საზოგადოებასაქართველო

ვის უჩვენა შუა თითი თბილისის მერმა? (ვიდეო)

მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ კადრებში კარგად ჩანს, როგორ ანელებს ავტომობილით სვლას თბილისის მერი დაცვის თანამშრომლებთან ახლოს და ვიღაცის მიმართულებით უხერხულ ჟესტს აკეთებს. კადრის გადაღება ტელეკომპანია „ფორმულამ“ მოახერხა.

იმ დროს „ქართული ოცნების“ ოფისთან სამოქალაქო ჯგუფების აქცია მიმდინარეობდა. თბილისის მერის აღნიშნული ჟესტი გარკვეულმა პირებმა საკუთარ თავზე მიიღეს.

თბილისის მერი კახა კალაძე ირწმუნება, რომ  „ქართული ოცნების“ ოფისიდან გამოსვლის შემდეგ შუათითი აქციის წევრებისთვის არ უჩვენებია.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს მის მიერ გამოყენებულ უხერხულ ჟესტზე კომენტირებისას განუცხადა, არავის საქმე და გასარჩევი არაა, მეგობრებთან როგორი ურთიერთობა აქვს.

„რომ ყოფილიყო ვიტყოდი, არ მომერიდებოდა. ეს არის ნათელი მაგალითი, თუ როგორ მზადდება „ფეიკ ნიუსები“. მე ვისაც ვუჩვენებ შუა თითს, იმან ძალიან კარგად იცის. ის ადამიანები აქ იმყოფებიან ახლა. თქვენ შეგეძლოთ დაგესვათ ეს კითხვა, ვის მიმართ იყო ეს ჟესტი გამოყენებული. არასდროს გამოვირჩევი ხოლმე თავშეკავებით, როცა მაქვს ხოლმე სათქმელი ყოველთვის ვამბობ და არ ვერიდები, რაც არ უნდა მძიმე იყოს. ეს ნამდვილად არ ყოფილა აქციის მონაწილეების მისამართით. მე ჩემს მეგობართან როგორი ურთიერთობა მაქვს, რა თქვენი საქმეა და რა თქვენი გასარჩევია?“ – განაცხადა კალაძემ.

მოგვიანებით კალაძის პრესსამსახურმა განმარტა, რომ მისი შეურაცხმყოფელი ჟესტი დაცვის თანამშრომლების მიმართ იყო გამოყენებული.

„კახა კალაძის თქმით, ის ჩვეულებრივი ადამიანია და ადგილზე მყოფი საკუთარი დაცვის ორი თანამშრომლის მიმართ წყენა ბუნებრივად გამოხატა“, – აღნიშნულია მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ  ინფორმაციაში.

მოამზადა ნინო ხოშტარიამ

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close