საზოგადოებაქართველები უცხოეთშიკულტურასაქართველო

იტალიაში მცხოვრები ქართველი სოპრანო ნინა ცარელაშვილი TOUR MUSIC FEST-ის ფინალისტია

ქართველი სოპრანო ნინა (ნუკი) ცარელაშვილი პრესტიჟული ევროპული მუსიკალური კონკურსის, TOUR MUSIC FEST-ის ფინალისტია.

ფინალში გასული კონკურსანტების სია კონკურსის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. ნინა ცარელაშვილი ოპერის ჟანრში გამარჯვებულ ფინალისტთა შორის არის. მან ნახევარფინალში მიმის არია შეასრულა ჯაკომო პუჩინის ოპერიდან „ბოჰემა“.

ნახევარფინალისტების მოსმენა ქალაქ რომში გაიმართა. რომში ჩატარდება Tour Music Fest-ის ევროპული ფინალიც 24 დეკემბერს, რომელზეც სხვადასხვა ქვეყნიდან ეროვნულ ფინალში გადასული შემსრულებლები ჩავლენ.

Tour Music Fest-ი ევროპის პრესტიჟული კონკურსია, რომელშიც ევროპული ქვეყნებიდან წარდგენილ მომღერლებს შეუძლიათ მონაწილეობა. იტალიის მასშტაბით კონკურსანტები 6-თვიანი ქასთინგის შედეგად შეირჩნენ.

ოპერა კონკურსის 7 კატეგორიიდან ერთ-ერთია. ნინა ცარელაშვილმა ჟიურის მოწონება პირველივე ცოცხალი მოსმენის დროს დაიმსახურა და კონკურსის ეტაპები წარმატებით გაიარა.

Tour Music Fest 2019-ის ფინალში გამარჯვების შემთხვევაში თითოეული კატეგორიის ტოპშემსრულებელს შანსი აქვს, 10 000 ევროს ოდენობით დაფინანსებული კონტრაქტი ან საერთაშორისო ტური მოიგოს.

წყარო: imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close