მიგრაციამსოფლიოპოლიტიკასაზოგადოებაქართველები უცხოეთშისაქართველო
აშშ-ის მოქალაქეობა ბოლო წლებში საქართველოს 2904-მა მოქალაქემ მიიღო
2015-2017 წლებში ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეობა საქართველოს 2904-მა მოქალაქემ მიიღო, მუდმივი ბინადრობის ნებართვა კი – 4674-მა.
საქართველოს მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, მუდმივი ბინადრობის ნებართვების უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეებზე აშშ-ის მოქალაქესთან უშუალო ნათესაური კავშირის და ე. წ. მწვანე ბარათის გათამაშების საფუძველზე გაიცა.
ამასთან, ბინადრობის ნებართვის მიღება ოჯახთან გაერთიანებისა და დასაქმების, ასევე, ლტოლვილის და თავშესაფრის მაძიებლის სტატუსის მინიჭების საფუძველზე ხდება.
„2015-2017 წლებში საქართველოს მოქალაქეების მიერ აშშ-ში მუდმივი ბინადრობის ნებართვის და მოქალაქეობის მიღების მაჩვენებლები მეტ-ნაკლებად სტაბილურია“, – აღიშნულია საქართველოს 2019 წლის მიგრაციის პროფილის დოკუმენტში.
1tv.ge
კომენტარები