საზოგადოებასაქართველო
ბათუმში სამი ტყუპი დაიბადა (ვიდეო)
ბათუმში, სამი ტყუპი დაიბადა – ანდრია, ნია და ანა.
ანდრია ფუტკარაძე 2 კილოგრამსა და სამას გრამს იწონის და 46 სანტიმეტრია. რაც შეეხება ნიასა და ანას, ნია 2 კილო და 100 გრამია, ანა კი 2 კილოსა და 400 გრამს იწონის.
პატარების დედა თავს კარგად გრძნობს.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წელს სამი ტყუპის დაბადების, ეს მესამე შემთხვევაა.
რაც შეეხება გასულ წლებს, 2018 წელს სამი ტყუპი ორჯერ დაიბადა, 2017 კი ასეთი 4 შემთხვევა იყო.
ajaratv.ge
კომენტარები