მსოფლიოკრიმინალისაზოგადოება

ესპანეთში ჯგუფურად გაუპატიურების საქმეზე გამამართლებელ განაჩენს საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა (ვიდეო)

ესპანეთში სასამართლომ 14 წლის გოგოს ჯგუფურად გაუპატიურებაში ეჭვმიტანილი 5 კაცი გაამართლა, რასაც ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით, სექსუალური ძალადობის ფაქტის ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობა ძალის გამოყენება უნდა იყოს. ბარსელონის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ განმარტა, რომ მსხვერპლი უგონოდ მთვრალი იყო, შესაბამისად, მასთან სექსუალური კონტაქტის დასამყარებლად ძალის გამოყენება საჭირო არ ყოფილა და ასეთი ფაქტი სექსუალურ ძალადობად ვერ ჩაითვლება.

თუმცა მოსამართლემ ხუთივე ბრალდებული სექსუალურ შევიწროებაში დამნაშავედ ცნო და მათ 10-იდან 12 წლამდე პატიმრობა შეუფარდა. სექსუალური ძალადობის მუხლის დამტკიცების შემთხვევაში მათ 15-იდან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდათ.

უფლებდამცველების და სამოქალაქო აქტივისტების გარდა, სასამართლოს განაჩენი ბარსელონის მერმა ადა კოლაუმაც გააკრიტიკა.

„მე მოსამართლე არ ვარ და არ ვიცი, რამდენი წელი უნდა გაატარონ მათ ციხეში, მაგრამ მე ნამდვილად ვიცი, რომ ეს არა შევიწროება, არამედ გაუპატიურებაა!“ – განაცხადა ადა კოლაუმ.

შემთხვევა კატალონიის ქალაქ მანრესაში 2016 წლის ოქტომბერში მოხდა. ორმა ესპანელმა, ორმა კუბელმა და ერთმა არგენტინელმა ალკოჰოლისა და ნარკოტიკების ზემოქმედების მყოფ გოგოსთან სექსუალური კონტაქტი დაამყარეს.

მოსამართლის განცხადებით, მსხვერპლმა არ იცოდა, რას აკეთებდა და, შესაბამისად, არ შეეძლო სექსუალურ კონტაქტზე თანხმობა ან უარი ეთქვა.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close