მსოფლიოტექნოლოგიები

ილონ მასკის „მსოფლიო WI-FI“ ამუშავდა – როდის შევძლებთ უფასო ინტერნეტით სარგებლობას

TESLA-ს დამფუძნებლის, ილონ მასკის მიერ დაანონსებული „მსოფლიო WI-FI“ ამუშავდა – ამის შესახებ მასკმა ტვიტერზე დაპოსტა, რომელშიც ის თითქოს უფასო გლობალურ ინტერნეტზე წვდომის პაროლზე ლაპარაკობს: „არავის უთხრა WI-FI-ს პაროლი – „მარსელი“, – დაწერა მასკმა. ერთ დღეში პოსტმა 5 ათასზე მეტი რეპოსტი და 40 ათასამდე ლაიქი დააგროვა.

უფასო სწრაფი ინტერნეტი მთელი დედამიწისთვის – ამ იდეის განსახორციელებლად ილონ მასკმა 22 თებერვალს დედამიწის ორბიტაზე 2 თანამგზავრი გაუშვა. მომდევნო წლებში კომპანია გეგმავს, 4425 თანამგზავრი გაუშვას ორბიტაზე, დედამიწიდან 1200 კილომეტრის სიმაღლეზე, ხოლო დანარჩენი 7500 თანამგზავრი – შედარებით დაბალ ორბიტაზე. სულ 12 000 თანამგზავრი გაეშვება.

მასკის მიერ შემუშავებულ თანამგზავრის კავშირს Starlink-ი ეწოდება.

როგორც ინოვატორი თავის პოსტში აღნიშნავს, პროგრამა შემოწმდა და მალე სრულყოფილად იმუშავებს. ილონ მასკმა შეტყობინება სწორედ თანამგზავრული ინტერნეტის ქსელით გაგზავნა.

„მსოფლიო Wi-fi“ სრული დატვირთვით 2020 წელს ამოქმედდება.

მოამზადა მანანა ბანძელაძემ

ამავე თემაზე: SpaceX-მა „სამყაროს ინტერნეტის“ პირველი თანამგზავრები 17 თებერვლის ნაცვლად 22 თებერვალს გაუშვა

უფასო Wi-Fi მსოფლიოს – ილონ მასკმა ორბიტაზე პირველი თანამგზავრები გაუშვა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close