კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 14-20 ოქტომბერი
14 ოქტომბერს სავსე მთვარის პერიოდია. ამ დღეს უმჯობესია დაგეგმილი საქმეები ცოტა ხნით გადადოთ და ამოისუნთქოთ. დაისვენეთ და ძალები აღიდგინეთ. სავსემთვარიანობა თითქმის ყოველთვის რთული პერიოდია. თუ ამ დღეს ზედმეტად დაიტვირთებით, შეიძლება ბევრი ენერგია დაკარგოთ და აღდგენა გაგიჭირდებათ.
15-იდან 20 ოქტომბრამდე კლებადი მთვარის პერიოდია. ნუ გაგიკვირდებათ, თუ ამ დღეებში ისეთი მოვლენები მოხდება, აზრადაც რომ არ გაგივლიათ. ეს მოვლენები შეიძლება იყოს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი.
ვერძი
გადახედეთ თქვენს ბიუჯეტს: ბოლო პერიოდში ფული თვალსა და ხელს შუა ქრება და მოახერხეთ, ცოტა თანხა მაინც გადადოთ. მეუღლესთან შეიძლება უთანხმოება მოგივიდეთ საპირისპირო შეხედულებების გამო და უფრო კეთილგონიერი იყავით. შესანიშნავი პერიოდია იმისთვის, რომ სპორტით დაკავდეთ, უმეტესად კარდიოდატვირთვის სავარჯიშოებით. ასეთი სახის დატვირთვები არა მარტო წონაში დაკლების მსურველებს ეხმარება, არამედ ამაგრებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას, ზრდის ამტანობას და განწყობას ამაღლებს.
კურო
თქვენი პიროვნული ხიბლი და კეთილგანწყობა ერთდროულად რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარებაში დაგეხმარებათ. 20 ოქტომბერს ძალიან სერიოზულ შეხვედრას უნდა ელოდოთ – მოემზადეთ ამისთვის! კუროს ნიშნის ქვეშ დაბადებულთათვის, რომლებიც დიდი ხანია დაქორწინებულები არიან, შეიძლება გარკვეული სირთულეები წარმოიშვას ოჯახურ ურთიერთობაში.
ტყუპი
ნებისმიერი იდეა, რომელიც ამ პერიოდში გაგიჩნდებათ, შესანიშნავი იქნება. ასე რომ, მზად იყავით მათ ჩასაწერად! ბავშვებთან დაკავშირებით ბევრი წვრილმანი საქმის მოგვარება მოგიწევთ, თუმცა სწორედ ბავშვები გაჩუქებენ ბედნიერ წუთებსაც. დიასახლისებს ახლა შეუძლიათ დაკავდნენ სახლის საქმეებით, არც ხელსაქმე და სამზარეულოში ფუსფუსი დაივიწყონ. ყველაფერში წარმატებას მიაღწევთ!
კირჩხიბი
ადვილი შესაძლებელია, ამ კვირაში საყვარელი ადამიანის ღალატმა ტკივილი მოგაყენოთ. ნაჩქარევ დასკვნებს ნუ გააკეთებთ ემოციურ ფონზე, ცოტა მოიცადეთ. შესაძლოა ძველი ტკივილები გამწვავდეს. ფულთან დაკავშირებით კი ყველაფერი კარგად იქნება – მოსალოდნელი კარგი ფინანსური შემოსავლები.
ლომი
15 ოტომბრიდან 19 ოქტომბრამდე მოულოდნელი სიურპრიზებს დაელოდეთ, თუმცა რომც არ მოგეწონოთ, მაინც ღიმილით მიიღეთ საჩუქრები. უმჯობესია ამ პერიოდში რაიმე ახალი საქმე არ დაიწყოთ და თუ რაღაც საკითხი დაუსრულებელი გაქვთ, სასწრაფოდ გამოასწორეთ ეს ხარვეზი! ფინანსების მხრივ სტაბილური პერიოდია.
ქალწული
ქალწულის ნიშნის ქვეშ დაბადებულებს ამ პერიოდში ბევრი საქმე ექნებათ. სწორად გამოყავით რესურსები და პრიორიტეტების მიხედვით იმოქმედეთ, რათა ყველაფრის გაკეთება მოასწროთ. ფინანსური საკითხები ფრთხილად გადაწყვიტეთ. შეიძლება მოგატყუონ, თუ პროფესიონალებს დროულად არ მიმართავთ. იდეალური პერიოდია დანაზოგების გაკეთებისთვის.
სასწორი
სასწორის ნიშნის ქვეშ დაბადებულებს 14 ოქტომბერს რთული დღე ელით. შეეცადეთ ეს დღე სახლში გაატაროთ. თუ ამ გამოცდას ღირსეულად ჩააბარებთ, მერე უკვე კარგი პერიოდი იწყება თქვენს ცხოვრებაში. რეკომენდებულია შაბათ-კვირას სახლის საქმეებით დაკავდეთ. შესაძლებელია მარტივი, კოსმეტიკური რემონტი ან ავეჯისთვის ადგილის შეცვლა.
მორიელი
ცოტათი მოდუნების დროა. საქმეების კეთება სხვებს მიანდეთ, თქვენ კი დაისვენეთ. იდეალური პერიოდია მოკლე ვიზიტებისა და ქალაქგარეთ მოგზაურობისთვის. აგარაკზე ახლა მხოლოდ დასვენებაა რეკომენდებული და არანაირი სამუშაოები! ვარსკვლავები ამ დღეებში ფიზიკურ დატვირთვას არ გირჩევენ.
მშვილდოსანი
ამ პერიოდში თქვენ წინაშე მხოლოდ საყოფაცხოვრებო პრობლემები წამოიჭრება. სხვა მხრივ შეიძლება, რომ სავსებით ბედნიერი ადამიანი გიწოდონ. სამსახურში ხელმძღვანელი ახალ დავალებებს მოგცემთ. ნუ შეგეშინდებათ მაშინაც კი, თუ ისინი თავიდან განუხორციელებელი მოგეჩვენებათ. ყველაფერს მოაგვარებთ განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე.
თხის რქა
შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ყველა თქვენ წინააღმდეგ არის განწყობილი, თუმცა ეს ასე არ არის. მარტო ყოფნა გჭირდებათ, რათა სწორი დასკვნები გამოიტანოთ. ამ კვირაში თხის რქის ნიშნის წარმომადგენელებისთვის არსებობს გაციების დიდი ალბათობა, ამიტომ ფრთხილად იყავით, ყურადღება მიაქციეთ სიმპტომებს და თუ საჭირო გახდა, დროულად მიხედეთ თავს.
მერწყული
პირადი საკითხები საბოლოოდ მოგვარდება. შესაძლოა პარტნიორი თავის გრძნობებში გამოგიტყდეთ და თქვენს პასუხს დაელოდება. სამსახურში, პირიქით, დაძაბულობა იგრძნობა. გადადგით პირველი ნაბიჯი დაძაბულობის განსამუხტავად, კოლეგებთან ურთიერთობა არ გააფუჭოთ.
თევზები
ამ პერიოდში გარემოებები თქვენთვის ხელსაყრელი არ იქნება, ჩანაფიქრს ვერ განახორციელებთ, თუმცა ამაზე ნერვიულობის ნაცვლად ჯობია ახალ მიზნებზე გაამახვილოთ ყურადღება. ამ კვირაში უფრო მომთმენი იყავით საყვარელი ადამიანების მიმართ, ნაკლები იჩხუბეთ, სიტყვები შეარჩიეთ და მათ განაწყენებას მოერიდეთ.
თამთა გურული
კომენტარები