რუსეთში წლის საუკეთესო მასწავლებელი ქართველი გახდა

„რია ნოვოსტის“ ფოტო
რუსეთში 2019 წლის საუკეთესო მასწავლებელად 28 წლის ლარისა არაჩაშვილი დაასახელეს. ახალგაზრდა ქალი რუსულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის ვოლგოგრადის N55 სკოლაში „ცოდნის ველი“. 

ლარისა არაჩაშვილმა ჯერ ვოლგოგრადის სოციალურ-პედაგოგიური უნივერსიტეტის ბაკალავრიატი დაამთავრა, შემდეგ კი – ამავე უნივერსიტეტის მაგისტრატურა. იგი არის, ასევე, ვოლგოგრადის რეგიონის ახალგაზრდა პედაგოგთა საბჭოს წევრი.

შეჯიბრის ერთ-ერთი ტური იყო „მასწავლებელი – ლიდერი“. ის მოიცავდა ორ რთულ გამოცდას: „საჯარო ლექცია“ და „საუბარი მინისტრთან“. ამ შეჯიბრში ლარისა არაჩაშვილი საუკეთესო აღმოჩნდა.

ლარისა არაჩაშვილი მასწავლებლების პრესტიჟული ჯილდოს მოსაპოვებლად 85 პედაგოგთან ერთად იბრძოდა, მათგან კონკურსის ფინალამდე მხოლოდ 5 მივიდა. საბოლოო გადაწყვეტილებას, ვინ გახდებოდა წლის საუკეთესო მასწავლებელი, ბავშვები იღებდნენ. ბავშვებმა ლარისა არაჩაშვილი აირჩიეს. მას ჯილდო – ბროლის ვარხვი კრემლის სასახლეში საზეიმოდ გადასცეს.

რუსულმა გამოცემამ „არგუმენტი და ფაქტები“ ლარისა არაჩაშვილთან ვრცელი ინტერვიუ გამოაქვეყნა.

კომენტარები