მონბლანის მყინვარის კოლაფსი იტალიის თვალწარმტაც ველს ემუქრება
ყინულის დიდი მასა მონბლანის ალპურ მასივში, რომელიც სწრაფად მოძრაობს დნობის გამო, სერიოზულ საფრთხეს უქმნის თვალწარმტაც იტალიურ ველს ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში, ქალაქ კურმაიორის მახლობლად. ამის შესახებ ASSICIATED PRESS-ი წერს.
ექსპერტებმა, რომლებიც პლანპინსიეს უზარმაზარ მყინვარს აკვირდებოდნენ, გააფრთხილებს მთავრობა, რომ ყინული დღეში 50 სმ-ის სიჩქარით ცურდება. მათი თქმით, მყინვარის ნაწილი ჩამონგრევის საფრთხის ქვეშაა.
მყინვარი გრანდ ჟორასის მწვერვალზეა, მონბლანის ალპურ მასივში, იტალიის, საფრანგეთისა და შვეიცარიის საზღვარზე.
ქალაქ კურმაიორის (Courmayeur) მერი სტეფანო მიზეროკი იძულებული გახდა დაეკეტა გზა, რომელიც ვალ ფერეს ველამდე მიდის. ეს ადგილი ფეხით სეირნობისთვის პოპულარული ადგილია. გზას, ძირითადად, ველზე მდებარე საზაფხულო აგარაკების მფლობელები იყენებენ.
იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ დღეს გაეროში გამოსვლისას მონბლანზე მყინვარის კოლაფსის სერიოზულ საშიშროებაზე გააფრთხილა საზოგადოება. ამის თაობაზე Mediaset-ი იუწყება. „ასეთი ამბები ყველას უნდა აღლვებდეს, რადგან ყველას ეხება“, – განაცხადა ჯუზეპე კონტემ.
ნიკო აბაშიშვილი
კომენტარები