მედიცინამსოფლიოჯანმრთელობა

ნივრის და ხახვის რეგულარულ მოხმარებას ძუძუს კიბოს რისკის შემცირება შეუძლია (ვიდეო)

ნივრის და ხახვის რეგულარულ მოხმარებას როგორც ნედლი სახით, ისე კერძებსა და სოუსებში, ძუძუს კიბოს რისკის შემცირება შეუძლია, – ასეთ დასკვნამდე მივიდნენ მეცნიერები აშშ-იდან და პუერტო-რიკოდან, რომელთა მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები ჟურნალ NUTRITION AND CANCER-ში გამოქვეყნდა.

კვლევაში 30-იდან 79 წლამდე ასაკის 60 ქალი მონაწილეობდა. მათ 47%-ს ექიმებმა ძუძუს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. მეცნიერებმა სპეციალური კითხვარის საშუალებით გაარკვიეს, რამდენად ხშირად რთავდნენ ექსპერიმენტის მონაწილე ქალები თავიანთ რაციონში ხახვს და ნიორს.

აღმოჩნდა, რომ იმ ქალებში, რომლებიც ამ პროდუქტებს ერთ ჯერზე მეტჯერ მოიხმარდნენ საკვებში, აგრეთვე, მათ საფუძველზე მომზადებულ სოუსს – სოფრიტოს იღებდნენ, ძუძუს კიბოს განვითარების რისკი 67%-ით უფრო დაბალი იყო. თუმცა ეს კვლევა მხოლოდ სტატისტიკურ კავშირს აჩვენებს, მაგრამ ზუსტად როგორ მოქმედებს კიბოს განვითარებაზე ხახვი და ნიორი და საერთოდ მოქმედებს თუ არა, ექიმებს არ გაურკვევიათ.

პუერტო-რიკოში ძუძუს კიბოთი დაავადების შემთხვევები, მთლიანობაში, უფრო ნაკლებია, ვიდრე აშშ-ში, სწორედ ამიტომ აირჩიეს კუნძული კვლევის ჩასატარებლად – ამბობს ჯო ფრეიდენჰაიმი ბუფალოს უნივერსიტეტიდან, კვლევის ერთ-ერთი ავტორი.

თავიანთ შემადგენლობაში ქიმიური ნაერთების წყალობით ხახვს და ნიორს ანტიკანცეროგენული თვისებები აქვს. კარიბის კუნძულებზე კი ეს ბოსტნეული კულტურები ფართოდაა გავრცელებული და მათ უფრო ხშირად მიირთმევენ, ვიდრე ევროპასა და შეერთებულ შტატებში, აღნიშნავს ეპიდემიოლოგი გაური დესაი. ხახვი და ნიორი შედის ადგილობრივ კერძებსა და სოუსებში, რომლებიც პარკოსნებისა და ბრინჯის საფუძველზე მზადდება, მათ შორის, პოპულარულ სოფრიტოში.

ძუძუს კიბო ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველწლიურად ამ სენით 2 მილიონზე მეტი ადამიანი ავადდება.

ნინო ხოშტარია

ნახეთ, როგორ მზადდება ნამდვილი პუერტორიკოული სოფრიტო:

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close