რას არ გაიგებ/ფაქტებიეკონომიკაიტალიასაზოგადოება

იტალიაში იმიგრანტი ქუჩის „არასანქცირებული დასუფთავებისთვის“ დააჯარიმეს

ვენეციაში ნიგერიელი იმიგრანტი დააჯარიმეს ქუჩის „აშკარად არასანქცირებული დასუფთავების“ გამო. ამ კურიოზულ ინციდენტზე იტალიელმა ადვოკატმა მატეო დ’ანჯელომ (MATTEO D’ANGELO) თავის ფეისბუქგვერდზე დაწერა.

23 სექტემბერს 29 წლის ნიგერიელმა მამაკაცმა, მეზობლებისგან ცოტაოდენი ანაზღაურების მიღების იმედით, საკუთარი სამეურნეო ინსტრუმენტებით ქუჩა დაასუფთავა. მატეო დ’ანჯელოს თქმით, იგი აქ უკვე 3 წელია ცხოვრობს და ცდილობს, ინტეგრაციისკენ თავისი სწრაფვა დაამტკიცოს, თუმცა, როდესაც ახალგაზრდა მამაკაცმა ხმელი ფოთლები მოხვეტა, თავს პოლიცია წამოადგა და 350€ ჯარიმა გამოუწერა „ქუჩის აშკარად არასანქცირებული დასუფთავებისთვის“.

მატეო დ’ანჯელომ თავის ფეისბუქგვერდზე გამოაცხადა, რომ თანხას აგროვებს იმიგრანტს ჯარიმის გადასახდელად და დახმარების მსურველებს დაჰპირდა, რომ ყველა ჩეკს წარუდგენს. თუ 350 ევროზე მეტი შეგროვდება, ადვოკატის თქმით, ამ თანხას ნიგერიელ იმიგრანტს მის მიერ გაწეული შრომის საფასურად გადაურიცხავს.

ახლახან კი ადვოკატმა თავის ფეისბუქზე დაწერა: „ეს იტალიური ისტორია, რომელმაც ეროვნული საზღვრებიც გადალახა, რომელმაც შესაძლებელი გახადა რამდენიმე შემოწირულობით საჭირო თანხა შეგროვილიყო, რომელმაც გააერთიანა ადამიანები სურვილით, გააკეთონ რამე სასარგებლო და სამართლიანი, თუნდაც ეს ეხებოდეს ბრძანებულებას, იქნება მრავალრიცხოვან იტალიურ ისტორიათაგან ერთ-ერთი, რომელიც ხაზს გაუსვამს, რომ ჩვენ უკეთესები ვართ, ვიდრე ისინი [ვინც ღვარძლიან კომენტარებს წერს, ვინც ჯარიმის ოქმი შეადგინა… – რედ.]

ნახეთ ინტერვიუ ნიგერიელ იმიგრანტთან „რაინიუსზე“, ამ ლინკზე: www.rainews.it

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close