მსოფლიოსაზოგადოებაქართველები უცხოეთშიკულტურასაქართველო

ანსამბლი „ბასიანი“ 14-15 სექტემბერს იტალიის ქალაქებში კონცერტებს გამართავს

საქართველოს ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „ბასიანი“, ფესტივალ PERUGIA MUSICA CLASSICA-ს ფარგლებში, 14 და 15 სექტემბერს კონცერტებს გამართავს იტალიის ქალაქებში – პერუჯასა და მონტეფალკოში.

პერუჯაში სოლო კონცერტი ქალაქის მთავარ მოედანზე გაიმართება, შესრულდება ქართული ხალხური სიმღერები და ტრადიციული საგალობლები.

ფესტივალ Perugia Musica Classica-ზე სახელმწიფო ანსამბლი შარშან პორტუგალიაში გასტროლებისას მიიწვიეს.

იტალიიდან დაბრუნების შემდეგ „ბასიანი“ ამერიკაში გასტროლებისთვის დაიწყებს მზადებას, სადაც 13 ნოემბერს „ლინკოლნ ცენტრში“ სოლო კონცერტს გამართავს, უკვე მესამედ. მომავალი წელი კი ანსამბლისთვის საიუბილეოა – „ბასიანს“ დაარსებიდან 20 წელი უსრულდება.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close