fbpx
მსოფლიოსაზოგადოება

პარიზში მეტროპოლიტენის თანამშრომლების გაფიცვამ ქაოსი გამოიწვია

პარიზში მეტროპოლიტენის თანამშრომლების გაფიცვამ ქაოსი გამოიწვია. საფრანგეთის დედაქალაქის მეტროპოლიტენის 16 ხაზიდან 10, ასევე, ორი ძირითადი რეგიონული მატარებლის ხაზი სრულად პარალიზებულია. მგზავრები სამსახურამდე მისასვლელად ალტერნატიულ გზებს ეძებენ.

როგორც „ევრონიუსი“ წერს, გაფიცვა, სავარაუდოდ, 2007 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური იქნება.

პროფკავშირები ემანუელ მაკრონის საპენსიო რეფორმას აპროტესტებენ, რომელიც საფრანგეთის 42 სხვადასხვა საპენსიო სისტემის ერთიან სისტემაში მოქცევას ითვალისწინებს.

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ედუარდ ფილიპმა პირობა დადო, რომ საზოგადოებრივ აზრს გაითვალისწინებენ.

არსებული საპენსიო სისტემით, მატარებლებისა და მეტროს მძღოლებს პენსიაზე გასვლა 10 წლით ადრე, 52 წლის ასაკში შეუძლიათ.

„ევრონიუსი“ წერს, რომ წინა რეფორმამ აღნიშნულ სფეროში დასაქმებულების უფლებები გარკვეულწილად უკვე შეზღუდა და სისტემაში გადახდის ვადები გაზარდა.

1tv.ge
კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close