მსოფლიორას არ გაიგებ/ფაქტებისაზოგადოება
რუსეთში მღვდელმა თვითმფრინავიდან ნაკურთხი წყალი გადაასხა, რათა ქალაქი ლოთობისა და მრუშობისგან ეხსნა (ვიდეო)
რუსეთში სასულიერო პირმა თვითმფრინავიდან ნაკურთხი წყალი გადაასხა, რათა მოსახლეობა ლოთობისა და მრუშობისგან ეხსნა, – ამის შესახებ TVRAIN.RU იუწყება.
მედიაგამოცემის ინფორმაციით, ფაქტი ქალაქ ტვერში 11 სექტემბერს მოხდა, როდესაც მოსახლეობა სიფხიზლის დღეს აღნიშნავდა.
მედიის ცნობით, სასულიერო პირმა ქალაქს თვითმფრინავით გადაუფრინა და 70 ლიტრი წყალი გადაასხა. მის გარდა, თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა ცოლ-ქმარი, რომელიც „ალკოჰოლური დამოკიდებულებისგან სასწაულით განიკურნა“.
expressnews.com.ge
კომენტარები