ტრაგედია ოდესაში – სასტუმროში გაჩენილ ხანძარს 9 ადამიანი ემსხვერპლა (video)
ოდესის სასტუმრო „ტოკიო სტარში“ ხანძარი 17 აგვისტოს გამთენიისას გაჩნდა. დაღუპულია 9, დაშავებულია 10 ადამიანი. შენობიდან 136 ადამიანის ევაკუაცია მოხერხდა. სულ სასტუმროში 200 ადამიანი იმყოფებოდა.
მეხანძრეებს სამი საათი დასჭირდათ ხანძრის ჩასაქრობად, რომელიც ათას კვადრატულ კილომეტრამდე ფართობზე იყო მოდებული.
ოდესის ხელისუფლების ცნობით, რეგიონიდან 150-მდე ადამიანის ევაკუაცია მოხდა.
ხანძრის მიზეზების დასადგენად დაწყებულია გამოძიება.
მომხდარის შემდეგ, უკრაინის პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, სასტუმროებისა და სანატორიუმების შემოწმება დაიწყო. სასტუმრო „ტოკიო სტარში“ მომხდარის გამო 18 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.
სამართალდამცავებმა ოდესაში ცნობილი მეწარმე, სასტუმრო „ტოკიო სტარის“ მეპატრონე ვადიმ ჩორნი დააკავეს.
სააგენტო „უნიანს“ ოდესის პროკურატუტაში განუცხადეს, რომ დაკავებულს ბრალი ედება სასტუმროში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევაში, რაც 9 ადამიანის გარდაცვალებაის მიზეზი გახდა.
კომენტარები