რას არ გაიგებ/ფაქტებისაზოგადოებასაქართველო

საქართველოში 65 წლის ქალს ჭურჭლის რეცხვაში საშუალოდ 564 დღე აქვს გატარებული

საოჯახო საქმიანობებს შორის ჭურჭლის რეცხვა ერთ-ერთი ყველაზე მოსაწყენი საქმეა, რომელიც საქართველოში, როგორც კვლევით დადასტურდა, ძირითადად, ქალების საქმიანობაა. „აიფიემ მარკეტ ინტელიჯენს კაუკასუსმა“ ჭურჭლის რეცხვის შესახებ საქართველოს მასშტაბით 1100 რესპონდენტი გამოკითხა და გამოიკვლია, რომ მსგავსი „გამოცდილების დეფიციტი საშინაო შრომის ბაზარზე“, უმეტესად, კაცებს აქვთ.

კვლევამ გამოავლინა, რომ გამოკითხული ქალების 96% და კაცების 14% რეცხავს ჭურჭელს. ქალები დღის განმავლობაშიც ხშირად რეცხავენ ჭურჭელს – საშუალოდ, 3-ჯერ.

როგორც კვლევამ აჩვენა, ერთ ჯერზე ადამიანი, საშუალოდ, 21 წუთს ანდომებს ჭურჭლის რეცხვას. ჭურჭლის რეცხვაზე დახარჯული დრო ყველაზე მაღალი 45-იდან 54 წლამდე ქალებშია. ამ ასაკის ქალი წელიწადში, საშუალოდ, 19 დღეს ატარებს ჭურჭლის რეცხვაში. კაცების ის მცირე ნაწილი, რომელიც ჭურჭელს რეცხავს, ყველაზე ხშირად ამ საქმიანობით 18-24 წლის ასაკშია დაკავებული (მარტო მცხოვრები სტუდენტი ბიჭები).

საბოლოო ჯამში, 65 წლის ქალს ცხოვრების განმავლობაში, საშუალოდ, 564 დღე აქვს გატარებული ჭურჭლის რეცხვაში, ამავე ასაკის კაცს კი – 95. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო 12 წლის განმავლობაში ამ საქმიანობაზე დახარჯული დრო ყველა ასაკობრივ ჯგუფში შემცირებულია, რაც, სავარაუდოდ, ამ სფეროში საოჯახო ტექნიკის განვითარებითაა გამოწვეული.

წყარო: imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close