მსოფლიოპოლიტიკა

მკვლელობა კამერების წინ (ვიდეო): რა მოხდა კვიპროსზე ზუსტად 23 წლის წინათ?

1996 წლის 14 აგვისტოს კუნძულ კვიპროსზე, კონფლიქტის ზონაში, ბერძნულენოვანი და თურქულენოვანი თემების გამყოფ ზოლთან მომხდარმა მკვლელობამ ბერძნული საზოგადოება შეძრა. თურქმა სნაიპერმა კამერების წინ მოკლა სოლომოს სოლომუ, რომელიც თურქული დროშის ჩამოხსნას ცდილობდა.

ინციდენტს წინ უძღოდა სხვა ტრაგედია: 1996 წლის აგვისტოში კვიპროსის მოტოციკლეტისტთა ფედერაციამ დიდი ანტისაოკუპაციო ღონისძიება მოაწყო. ევროპელი მოტოციკლისტების მონაწილეობით 2 აგვისტოს ბერლინიდან, ბრანდერბურგის ჭიშკრიდან მოტოგარბენი დაიწყო. 10 აგვისტოს ღონისძიების მონაწილენი კვიპროსზე ჩავიდნენ. ისინი ოკუპირებულ ჩრდილოეთ კვიპროსის ტერიტორიაზე შესვლას მოითხოვდნენ. კვიპროსის პრეზიდენტის, გლავკოს კლირიდისის თხოვნით, მათ ჩანაფიქრის განხორციელება გადაიფიქრეს, მაგრამ 11 აგვისტოს რამდენიმე მოტოციკლეტისტი მაინც შეეცადა ოკუპირებულ ზონაში შესლას. მათ მცდელობას დაპირისპირება მოჰყვა. მეორე მხარეს შეკრებილნი იყვნენ თურქული ნაციონალისტური ორგანიზაციის, „რუხი მგლების“ წევრები. მათ ერთ-ერთი დემონსტრანტის ცემა დაიწყეს. ტასოს ისააკი, რომელიც ასევე მონაწილეობდა აქციაში, მეგობრის გადარჩენას შეეცადა, მაგრამ საბოლოოდ თავად დაიღუპა. თურქმა ნაციონალისტებმა ის ჯოხებით ცემით მოკლეს. ბრბოს ოკუპირებული მხარის სამართალდამცავებიც ეხმარებოდნენ.

ტასოს ისააკის მკვლელობის მომენტი

ტასოს ისააკის დაკრძალვის დღეს, 14 აგვისტოს, სამგლოვიარო პროცესიის მონაწილენი შეეცადნენ ყვავილებით შეემკოთ მისი მკვლელობის ადგილი. ამ მცდელობას ახალი დაპირისპირება მოჰყვა. შეტაკების დროს ტასოს ისააკის ნათესავი, სოლომოს სოლომუ აკრძალულ ზონაში შევიდა და აძვრა ბოძზე, რომელზეც თურქული დროშა ეკიდა. დროშის ჩამოხსნის მცდელობის დროს სნაიპერმა მას ესროლა და სასიკვდილოდ დაჭრა.
კვიპროსის ხელისუფლების მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მკვლელობა ქენან აქინმა, ოკუპირებული კვიპროსის ფსევდოხელისუფლების მინისტრმა ჩაიდინა. მიუხედავად ამისა, მკვლელობისთვის არავინ დასჯილა.

სოლომონ სოლომუს მკვლელობა:

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close