კინო/ფილმებიმსოფლიოკულტურა
მონიკა ლევინსკის და ბილ კლინტონის სექს-სკანდალი ეკრანზე გაცოცხლდება
აშშ-ის 42-ე პრეზიდენტის და თეთრი სახლის თანამშრომლის ინტიმური ურთიერთობა სერიალ „ამერიკული კრიმინალური ისტორიის“ მესამე სეზონის მთავარი თემა გახდება. ამის შესახებ BBC წერს.
სერიალი ეკრანებზე 2020 წლის სექტემბერში გამოვა. პროექტის აღმასრულებელი პროდიუსერი რაიან მერფი იქნება, თავად მონიკა ლევინსკი კი პროდიუსერის ფუნქციებს შეასრულებს. სცენარი ჯეფრი ტუბინის წიგნზე დაყრდნობით დაიწერება. ასევე ცნობილია, რომ მონიკა ლევინსკის 26 წლის მსახიობი ბინი ფელდშტაინი განასახიერებს.
1998 წელს 49 წლის პრეზიდენტის და თეთრი სახლის 22 წლის თანამშრომლის რომანს დიდი პოლიტიკური სკანდალი მოჰყვა. აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო, მაგრამ სენატმა კლინტონი გაამართლა.
კომენტარები