მსოფლიოსაზოგადოება

ვინ არიან „პინდოსები“: ამერიკელები თუ ბერძნები?

ცნობილია, რომ რუსები ხშირად იყენებენ უცნაურ ტერმინებს სხვა ერების მიმართ. უმეტეს შემთხვევაში ეს ტერმინები შეურაცხმყოფელ ხასიათს ატარებს და მას საფუძვლად რასიზმი უდევს. ერთ-ერთი ასეთი ტერმინი, რომელიც ბოლო დროს ხშირად გამოიყენება, არის „პინდოსი“ და ასე რუსები ამერიკელებს მოიხსენიებენ.

როგორც აღმოჩნდა, „პინდოსი“ (пиндосы) არ არის გამოგონილი ტერმინი და რუსულ ენაში ის ადრეც არსებობდა. უფრო მეტიც, ეს ტერმინი რუსულ ლიტერატურაშიც არსებობდა და მას იყენებდნენ ისეთი ცნობილი ხელოვანები, როგორებიც არიან: ჩეხოვი, პაუსტოვსკი და კუპრინი. მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეების მიჯნაზე „პინდოსებად” მოიხსენიებდნენ რუსეთის შავიზღვისპირა რაიონებში ჩამოსახლებულ ბერძნებს, რომელთა უმრავლესობა წარმოშობით საბერძნეთის ჩრდილოეთში მდებარე პინდოსის მთიანეთის მხარიდან იყო.

ტერმინი „პინდოსი“ თავიდანვე უკიდურესად დამამცირებელი შინაარსისა იყო. ჩეხოვის ერთ-ერთ რომანში „პინდოსი“ უაზრო ცხოვრების სინონიმს წარმოადგენს.

თანამედროვე რუსულ ენაში ტერმინის გამოყენება ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში დაიწყეს. ამავე დროს, ამერიკელების მიმართ ამ დამამცირებელი ტერმინის გამოყენება თავდაპირველად სერბებმა დაიწყეს 1990-იან წლებში, იუგოსლავიის სამოქალაქო ომის დროს. კოსოვოში სამშვიდობო ძალებში მოსამსახურე რუსმა ჯარისკაცებმა ეს ტერმინი აიტაცეს და დღეს რუსულ ენაში ფართოდ არის გავრცელებული.

წყარო: oko-planet.su

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close