კინო/ფილმებიმსოფლიოკულტურასაზოგადოება

ელიზაბეთ ტეილორის „როლს როისი“ აუქციონზე გაიყიდება

ამერიკელი კინოვარსკვლავის, ელიზაბეთ ტეილორის მწვანე ფერის ROLLS-ROYCE-ი აუქციონზე გაიყიდება, – იუწყება EURONEWS-ი

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში Silver Cloud II-ის 20 მოდელია, რომელსაც საჭე მარცხნივ აქვს. მსახიობმა მანქანის ფერი საქორწილო კაბას შეუხამა. ავტომობილი 600 ათას აშშ დოლარად არის შეფასებული, ის კარგ მდგომარეობაშია, გარბენი 60 000 კილომეტრს შეადგენს. კინომსახიობი ავტომობილით 20 წლის განმავლობაში გადაადგილდებოდა.

აუქციონი 2019 წლის 6 აგვისტოს გაიმართება. გასაყიდად მსახიობის „ფერარისაც“ გამოიტანენ, რომლის საწყისი ფასი 450 ათასი ევროა.

ტეილორი ორჯერ დაჯილდოვდა ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოთი – „ოსკარით“, ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის. ის იყო პირველი მსახიობი ქალი, რომლის ჰონორარი მილიონობით დოლარს აჭარბებდა.

ელიზაბეთ ტეილორის სამსახიობო კარიერასთან ერთად ყურადღების ცენტრში იყო მისი პირადი ცხოვრება (რვა ქორწინება). მისი მეხუთე მეუღლე რიჩარდ ბარტონი იყო, რომელიც მსახიობმა „კლეოპატრას“ გადაღებების დროს გაიცნო.

ელიზაბეთ ტეილორი 79 წლის ასაკში 2011 წლის 23 მარტს გარდაიცვალა ლოს-ანჯელესში გულის უკმარისობით.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close