მსოფლიოკრიმინალისაზოგადოება

საფრანგეთში ქრისტიანულ ძეგლებზე თავდასხმა გახშირდა

საფრანგეთის პოლიციამ 2018 წელს კათოლიკურ ძეგლებზე, უმეტესად კი ტაძრებსა დასასაფლაოებზე, ქურდობის 129, ხოლო ვანდალიზმის  877 შემთხვევა აღრიცხა. ტენდენცია მიმდინარე წელსაც გრძელდება. ფრანგი ეპისკოპოსების ასოციაცია იუწყება, რომ 2019 წლის მხოლოდ პირველ სამ თვეში საფრანგეთში ანტიქრისტიანული ძალადობრივი აქტის 228 შემთხვევა აღირიცხა ქვეყნის 45 რეგიონში.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2008-2019 წლებში ქრისტიანულ ძეგლებზე თავდასხმების რიცხვი გაოთხმაგდა.

საფრანგეთის გარდა, სადაც ყველაზე მეტი თავდასხმა ხდება, ქრისტიანულ ძეგლებზე ქურდობისა და ვანდალიზმის შემთხვევებმა ევროპის მასშტაბითაც მოიმატა. ვენაში მდებარე „ქრისტიანების წინააღმდეგ მიმართული შეუწყნარებლობისა და დისკრიმინაციის ობსერვატორიამ“ 2017 წელს ევროპაში 275 ანტიქრისტიანული ინციდენტი აღრიცხა, რაც გაცილებით მეტია წინა წლებთან შედარებით.

geworld.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close