იტალიასაზოგადოება

იტალია სიცოცხლის ხანგრძლივობის მაჩვენებლით ევროპაში პირველ ადგილზეა

ბოლო 10 წლის განმავლობაში იმ იტალიელთა რაოდენობა, რომლებმაც 100 წელს გადააბიჯეს, 11 000-იდან 14 456-მდე გაიზარდა, მათ შორის 1112 ადამიანი 105 წელზე მეტისაა.

ბოლო 10 წლის განმავლობაში (2009-2019) 100 წელს მიღწეულთა რიცხვი 3 ათასზე მეტით გაიზარდა (11 000-იდან 14 456 ადამიანამდე, 2019 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით), ხოლო იმ იტალიელთა რაოდენობამ, რომლებმაც 105 წლის იუბილე იზეიმეს, ორჯერ მეტად მოიმატა – 472-იდან 1112-მდე (ანუ 136%-ით).

ასეთია ორგანიზაცია Cent’anni e non sentirli-ს ანგარიშის მონაცემები, რომელიც სტატისტიკის ეროვნულმა ინსტიტუტმა – Istat-მა გამოაქვეყნა.

იმ 14 456 ადამიანს შორის, რომლებმაც 100 წელს გადააბიჯეს, 84% ქალია, 105 წელს გადაცილებულთა შორის (2019 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით) 87%-ია ქალი, ხოლო იმ 125 დღეგრძელიდან, რომლებმაც 110 წელი უკან ჩამოიტოვეს 2009-2019 წლების შორის პერიოდში, 93%-ს ასევე ქალები წარმოადგენენ.

ევროპაში იტალია (საფრანგეთთან ერთად, რომელიც მას მცირედით ჩამორჩება), დღეგრძელთა (100 წელს გადაცილებული პირები) რაოდენობით რეკორდსმენია.

ამ 10-წლიან პერიოდში დღეგრძელ ადამიანთა რაოდენობა 2015 წლამდე გამუდმებით იზრდებოდა და 2015 წელს ისტორიულ პიკს მიაღწია, ამის შემდეგ მათი რაოდენობა მცირდებოდა.

დღეგრძელ ადამიანთა დიდი ნაწილი ჩრდილოეთ იტალიაში ცხოვრობს. ლიდერი რეგიონი, რომელსაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს დღეგრძელთა და იმავე თარიღისთვის მუდმივი მოსახლეობის რაოდენობების შეფარდების მხრივ, ლიგურიაა (3,3 – ყოველ 100 000 მცხოვრებზე), მას მოდევს ფრიული ვენეცია-ჯულია (3,0 – 100 000-ზე) და მოლიზე (2,6 დღეგრძელი ადამიანი ყოველ 100 ათას მუდმივ მცხოვრებზე).

შეგახსენებთ, რომ იტალიის ყველაზე ხანდაზმული ადამიანი, პეპა ბებია მიმდინარე წლის 18 ივნისს გარდაიცვალა 116 წლის ასაკში. ამ მომეტისთვის იტალიის ყველაზე ხანდაზმული ადამიანი 113 წლის ქალბატონია, რომელიც ემილია-რომანიაში ცხოვრობს.

ამავე თემაზე: იტალიელი პეპა ბებია – ყველაზე ხანდაზმული ევროპელი 116 წლის ასაკში გარდაიცვალა

იტალიის მოსახლეობა სულ უფრო სწრაფად ბერდება და გერონტოლოგთა დეფიციტია

25 წლის შემდეგ სამიდან ერთი იტალიელი 65 წელს გადაცილებული იქნება

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close