საქართველოსპორტი

ნიჩბოსანი ბადრი ყაველაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა!

ჩეხეთის ქალაქ რაჩიცეში გამართულ ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე ქართველმა ნიჩბოსნებმა წარმატებულად იასპარეზეს.
ბადრი ყაველაშვილმა ერთადგილიანი კაიაკით 200 მეტრი 35.328 წამში დაფარა და პირველი ადგილით მთავარ ფინალში მოხვდა, ხოლო ფინალში დისტანცია 36.702 წამში დაფარა და ევროპის ჩემპიონი გახდა.

მარიამ ქერდიკაშვილმა კი ერთადგილიანი კანოეთი 500 მეტრი კვალიფიკაციის დროს 2.17.464 წუთში დაფარა და პირდაპირ ფინალში გავიდა, სადაც თავისი შედეგი გააუმჯობესა და 2 წუთსა და 11.470 წამში დაფარა დისტანცია. ამ შედეგით ქერდიკაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close