მედიცინამსოფლიოსაზოგადოება
ევროპაში სიფილისით დაავადებულთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა
ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში სიფილისით (ათაშანგი) დაინფიცირების შემთხვევები უფრო მზარდია, ვიდრე აივ-ინფექციის. ბოლო დეკადის განმავლობაში სიფილისით დაავადებულთა რაოდენობა 70%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ევროპის დაავადებათა პროფილაქტიკისა და პრევენციის ცენტრზე (ECDC) დაყრდნობით ავრცელებს.
ECDC-ის ბოლო ანგარიშის თანახმად, 2007-2017 წლებში ევროპის 30 ქვეყანაში სიფილისით დაავადების 260 ათასი დადასტურებული შემთხვევაა აღრიცხული. მხოლოდ 2017 წელს ევროპის 28 ქვეყანაში სიფილისის 33 189 შემთხვევა დადასტურდა.
ECDC-ის განცხადებით, დაავადებათა სტატისტიკის ზრდის მიზეზი დაუცველი სექსუალური კონტაქტია, განსაკუთრებით გეებში, ბისექსუალ და ტრანსგენდერ ადამიანებში. ამასთან, ცენტრი აღნიშნავს, რომ სტატისტიკის ზრდას უმეტესად მამრობითი სქესის ადამიანებს შორის დაუცველი სექსი იწვევს.
კომენტარები