დედამიწას ძლიერი მაგნიტური ქარიშხალი უახლოვდება: თარიღები და რეკომენდაციები
თუ ქრონიკული დაავადებები გაქვთ, 15 ივლისს აუცილებლად თან იქონიეთ ექიმის მიერ დანიშნული პრეპარატები, ვინაიდან ამ დღეს ძლიერი მაგნიტური ქარიშხალია მოსალოდნელი.
გარდა ამისა, შედარებით ნაკლები ძალის მაგნიტური ქარიშხლებია მოსალოდნელი 10, 11 და 13 ივლისს.
მედიკოსების თქმით, ამ მოვლენისას, გარდა ქრონიკული დაავადებებისა, ასევე მწვავდება შაკიკის შეტევები, წნევის ცვალებადობა, უძილობა, გაღიზიანებადობა და სხვ.
თანამედროვე მეცნიერებისთვის ცნობილია, რომ მაგნიტური ქარიშხალი მზის აქტიურობას უკავშირდება. მას მზიდან წამოსული იონიზებული ნაწილაკების ნაკადი იწვევს, რომელიც დედამიწის მაგნიტურ ველზე ზემოქმედებს.
ის, აგრეთვე, გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე. დადგენილია, რომ მაგნიტური ქარიშხლისას ადამიანის სისხლი სქელდება და მისი ჟანგბადით მომარაგება რთულდება. ამ დროს იზრდება ინფარქტების, თავის ტვინში სისხლჩაქცევებისა და ასევე სუიციდის მცდელობის შემთხვევები. მოვლენის ეს ნეგატიური ეფექტი მაგნიტური ქარიშხლის პიკის დადგომამდე ერთი დღე-ღამით ადრე იწყება და გრძელდება პიკის გადავლიდან ორი დღე-ღამის განმავლობაში.
ამიტომ მედიკოსები ყოველთვის აფრთხილებენ ადამიანებს მოახლოებული მაგნიტური ქარიშხლის შესახებ და რეკომენდაციებსაც აძლევენ:
კომენტარები