საბერძნეთის ჩრდილოეთ ნაწილს ძლიერმა ქარიშხალმა გადაუარა, დაიღუპა 6 ტურისტი

საბერძნეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში ძლიერი შტორმის, წვიმის და სეტყვის გამო ხალკიდიკის ადმინისტრაციულ რაიონში 6 დამსვენებელი დაიღუპა, 100-მდე ადამიანი კი დაშავდა.

საბერძნეთის მოქალაქეთა დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპულები არიან ჩეხი, რუმინელი და რუსი ტურისტები.

წინასწარი ინფორმაციით, ჩეხი წყვილი დაიღუპა, როდესაც ძლიერმა ქარმა მათი ტრაილერი გადააბრუნა, ხოლო ახალგაზრდა ქალი და მისი 8 წლის ბიჭუნა, რუმინეთის მოქალაქეები, პატარა ქალაქ ნეა პლაგიაში რესტორნის ჭერის ჩამონგრევამ იმსხვერპლა.

სულ ცოტა, ორი დაღუპული რუსეთის მოქალაქეა – მამა-შვილი, რომლებიც პატარა ქალაქ ნეა პოტიდეის სასტუმროს მახლობლად ქარიშხლისგან წაქცეული ხის ქვეშ მოყვნენ.

ვრცელდება ინფორმაცია 100-მდე დაშავებულის შესახებ, რომლებსაც სამედიცინო დახმარებას საავადმყოფოებში უწევენ. მათ უმეტესობას სხვადასხვა სახის მოტეხილობები აღენიშნება.

ხალკიდიკის რაიონში რამდენიმე ათეული დასახლებული პუნქტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

მოგვიანებით ცნობილი გახდა 10 ივლისის სტიქიის კიდევ ერთი მსხვერპლის შესახებ – 62 წლის ადგილობრივი მეთევზის ცხედარი, ტელეარხ ERT-ის ცნობით, ზღვის ზონაში იპოვეს, სოზოპოლისა და ნეა კალიკრატიას შორის, ზღვის სანაპიროდან 6 მილის მოშორებით. ნათესავების თქმით, მეთევზე ღამით გავიდა სათევზაოდ და აღარ დაბრუნებულა.

შოკისმომგვრელი ვიდეოები:

წყარო: rua.gr
კომენტარები