დონალდ ტუსკმა ბათუმში კონფერენციაზე ვაჟა-ფშაველას ციტატა ქართულ ენაზე წაიკითხა (ვიდეო)

ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა“ გაიხსნა, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილეს ეძღვნება. კონფერენციას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, პოლონელი პოლიტიკოსი დონალდ ტუსკი და პოლონეთის, სომხეთის, შვედეთისა და ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ესწრებიან.

ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა ბათუმში მიმდინარე კონფერენციაზე ვაჟა-ფშაველას ცნობილი წერილიდან „კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი“ ციტატა ქართულ ენაზე წაიკითხა.

„მინდა, გავიხსენო ერთ-ერთი უდიდესი ქართველი კლასიკოსი, ვაჟა-ფშაველა: [ციტატა ქართულად – რედ.] „ზოგს ჰგონია, რომ ნამდვილი პატრიოტიზმი ეწინააღმდეგება კოსმოპოლიზმს, მაგრამ ეს შეცდომაა. ყოველი ნამდვილი პატრიოტი კოსმოპოლიტია, ისე როგორც ყოველი გონიერი კოსმოპოლიტი პატრიოტია“.

მისი ხედვა ახლა უკვე ერთი საუკუნის არის. მჯერა, რომ ჩვენი დაახლოება ცხადყოფს, აღმოსავლეთ პარტნიორობა დაგვეხმარა ამ ნეგატიურ ტენდენციებს შევეწინააღმდეგოთ“, – აღნიშნა ტუსკმა.

თავისი სიტყვის ბოლოს დონალდ ტუსკმა ისევ ქართული „მოიშველია“: „დამოუკიდებელ და თავისუფალ საქართველოს გაუმარჯოს!“ – ამ სიტყვებით დაასრულა მან გამოსვლა.

ბათუმის კონფერენციის ფარგლებში საქართველოსა და ევროკავშირს შორის 47 მილიონ ევრომდე ოდენობის საფინანსო შეთანხმებები გაფორმდა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები