მსოფლიოპოლიტიკასაქართველო

ოდესის სასამართლოში მიხეილ სააკაშვილმა ხანდაზმულ ქალს ხელი მოსტეხა – უკრაინული მედია

ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ხანდაზმულ ქალს ხელი მოსტეხა. ინციდენტი ოდესაში მოხდა. სააკაშვილი და მისი მხარდამჭერები სასამართლოში მივიდნენ, სადაც ოდესის მერს გენადი ტრუხანოვს ბრალდება მოუხსნეს. მას ყოფილი ქარხნის შენობის უკანონოდ ყიდვაში ადანაშაულებდნენ.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, სააკაშვილი თავის მომხრეებთან ერთად სასამართლოსთან არეულობის მოწყობას შეეცადა. დაპირისპირებისას სააკაშვილმა პენსიონერს დაარტყა, რის გამოც მას ხელი მოსტყდა.

მომხდარზე სააკაშვილმა მოგვიანებით თავის ფეისბუქგვერდზე დაწერა: „ეს ქალი გამოვარდა სასამართლოდან, ტრუხანოვის მხარდამჭერ ლოზუნგებს სკანდირებდა და მოითხოვდა, რომ ოდესიდან გავთრეულიყავით. ამასთან, ის აგრესეულად იქნევდა ორივე ხელს, რომელსაც მოტეხილის არაფერი ეტყობოდა. ასე მუშაობს ბანდიტური პროპაგანდა“, – წერს ოდესის ექსგუბერნატორი.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close