მოგზაურობაპოლიტიკასაზოგადოებასაქართველო
ბათუმიდან მოსკოვში ჩაფრენილი თვითმფრინავის მგზავრებს აეროპორტში სიცხე გაუზომეს
ბათუმიდან მოსკოვში ჩაფრენილი თვითმფრინავის მგზავრებს აეროპორტში სიცხე გაუზომეს, რის გამოც მგზავრები დაახლოებით ნახევარი საათით შეაფერხეს. ინფორმაციას „ინტერფაქსი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, „ურალის ავიახაზების“ ბათუმი-მოსკოვის რეისის მგზავრები „როსპოტრებნადზორის“ სპეციალისტებმა შეამოწმეს.
„შემოწმება პრევენციულ ხასიათს ატარებდა და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ინფექციური დაავადების გავრცელების თავიდან აცილებას ისახავდა მიზნად“, – წერს „ინტერფაქსი“.
სააგენტოს ინფორმაციით, მედიკოსებმა მგზავრებს ტემპერატურა უკონტაქტო თერმომეტრის გამოყენებით გაუსინჯეს და ერთ ბავშვს 38 გრადუსი სიცხე დაუდგინეს. ექიმებმა ბავშვს მწვავე ფარინგიტის დიაგნოზი დაუსვეს. მშობლებმა ბავშვის ჰოსპიტალიზაციაზე უარი განაცხადეს.
21 ივნისს რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც მიმდინარე წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს რუსეთის მოქალაქეების საქართველოს ტერიტორიაზე გადაყვანას დროებით უკრძალავს. აიკრძალა კომერციული გადაზიდვებიც. უცნობია, რა პერიოდს მოიცავს ეს დროებითი ზომა.
ნინო ხოშტარია
კომენტარები