პოლიტიკასაზოგადოებასაქართველო
რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლისას დაშავებული 46 წლის მამაკაცი კომიდან გამოვიდა
20 ივნისის ღამეს რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლის დროს დაშავებული 46 წლის მამაკაცი კომიდან გამოვიდა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს რეგიონულ ჰოსპიტალში დაუდასტურეს.
მათივე ცნობით, პაციენტი კონტაქტურია და ექიმების მიერ მასთან კომუნიკაციაზე რეაგირებს, თუმცა, მიუხედავად ამისა, მართვით სუნთქვაზე რჩება.
როგორც კლინიკაში აცხადებენ, ასევე გაუმჯობესებულია 32 წლის მამაკაცის მდგომარეობა, რომელიც კომიდან რამდენიმე დღის წინ გამოვიდა.
ამასთან, საგანგებო სიტუაციების მართვის კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის კლინიკებში 20 ივნისის ღამეს დაშავებული ექვსი პაციენტი რჩება.
მსგავს თემაზე: აქციის დარბევისას დაშავებული 31 წლის ფლორისტი დავით ფარადაშვილი კომიდან გამოვიდა
გოგონამ, რომელმაც რეზინის ტყვიის გამო თვალი დაკარგა, საავადმყოფო დატოვა (ვიდეო)
კომენტარები