მარტივი და სასიამოვნო კოქტეილი ორგანიზმის დიეტისთვის მოსამზადებლად
ყველამ იცის, რომ ზრდასრულმა ადამიანმა დღეში დაახლოებით 2 ლიტრამდე წყალი უნდა მიიღოს. მისი რაოდენობა ასე გამოითვლება: წონის ყოველ 1 კგ-ზე – 30 მლ წყალი, თუმცა უმეტესობას უჭირს ამდენი წყლის დალევა. რატომ არ უნდა შევაჯეროთ სასარგებლო სასიამოვნოსთან? გთავაზობთ შესანიშნავ კოქტეილს, რომელიც პირველად ცნობილმა ამერიკელმა დიეტოლოგმა სინტინ სასმა დაამზადა.
საჭიროა:
2 ლ სუფთა წყალი (სასურველია საყინულეში 100%-ით გაყინული და შემდეგ გამდნარი წყალი)
1 ს/კ გახეხილი კოჭა
1 კიტრი
1 ლიმონი
10-12 ფოთოლი პიტნა
მომზადება: დაჭერით თხელ ნაჭრებად ლიმონი და კიტრი. გახეხეთ კოჭა, ხელით დაგლიჯეთ პიტნა და ყველაფერი ერთმანეთში აურიეთ, დაუმატეთ წყალი და 10 სთ მაცივარში მოათავსეთ. იდეალური იქნება, თუ მას საღამოთი მოამზადებთ, დილისთვის.
მიირთვით 1 ჭ სასის კოქტეილი უზმოზე, დანარჩენი კი – დღის განმავლობაში. გახსოვდეთ, ეს ნაყენი აუცილებლად მაცივარში უნდა ინახებოდეს, თორემ თავის სასარგებლო თვისებებს დაკარგავს.
სასის წყალი შესანიშნავად აგრილებს, კლავს წყურვილის გრძნობას და მატონიზებელი ეფექტი აქვს.
სასის წყლის მიღება რეკომენდებულია ნებისმიერი დიეტის დაწყებამდე 4 დღის განმავლობაში. ის აჩქარებს მეტაბოლიზმს და ამზადებს ორგანიზმს დიეტასთან შესაგუებლად.
შენიშვნა: სასის წყლის მიღება არ შეიძლება იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც კოქტეილის შემადგენლობაში შემავალ ინგრედიენტებზე ალერგია აქვთ, არც მათთვის, ვისაც კუჭის წყლული ან თირკმლების უკმარისობა აწუხებს. ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა გაიაროთ ექიმის კონსულტაცია.
კომენტარები