პოლიტიკასაქართველო
„ქუჩის ბიჭების“ წევრი ზურაბ ხაჩიძე სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილედ დაინიშნა
ზურაბ ხაჩიძე ამბობს, რომ შეთავაზება თავად სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორისგან მიიღო და მოლაპარაკებები დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. საბოლოოდ გადაწყდა, რომ იგი ბესიკ ამირანაშვილის მესამე მოადგილე იქნება და კულტურის, სპორტის და ტურიზმის მიმართულებას უხელმძღვანელებს.
„არავინ არ ჩავანაცვლე, მესამე მოადგილე იყო საჭირო. ხვალიდან შევუდგები საქმიანობას. ვარ სამართალმცოდნე, მაგრამ პიარსამსახურშიც მიმუშავია და მინდა, რომ სამცხე-ჯავახეთს, რომელსაც დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს, პოპულარიზაცია გავუწიო“, – განაცხადა ხაჩიძემ.
ზურა ხაჩიძე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია და ლადო კახაძის წინასაარჩევნო კამპანიაშიც აქტიურად მონაწილეობდა.
ზურა ხაჩიძე ბორჯომშია დაბადებული. 2016 წელს ის საქართველოს პარლამენტის არჩევნებში იყრიდა კენჭს და „პატრიოტთა ალიანსიდან“ ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო.
ნინო ხოშტარია
კომენტარები