მიგრაციამსოფლიოსაზოგადოებასაქართველო

რა ხდება ისრაელში ქართველი ემიგრანტების დაკავებასთან დაკავშირებით

ისრაელში საქართველოს მოქალაქეების მასშტაბურ დაკავებებზე ამ ქვეყანაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები საუბრობენ. მათი თქმით, საიმიგრაციო სამსახურის და კრიმინალური პოლიციის ერთობლივი სპეცოპერაცია რამდენიმე ქალაქში ერთდროულად ჩატარდა. დაკავებული მოქალაქეები, რომლებსაც ქვეყანაში ყოფნის უფლება არ აქვთ, საპატიმროებში გადაჰყავთ. ისრაელის ხელისუფლება მათ ქვეყნის ტერიტრიაზე უკანონოდ ყოფნას ედავება. ამ ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს.

როგორც ქართველი ემიგრანტები ამბობენ, სამართალდამცველებმა ისრაელში არალეგალურად მყოფი ქართველების ნაწილი პირდაპირ სამუშაო ადგილებზე დააკავეს და პრობლემები მხოლოდ ქართველებს ექმნებათ.

„შუაღამისას შევარდნები, სამსახურებში შევარდნები. უკრაინელები, რუსები გაატარეს, ქართველები დაიჭირეს 30 კაცი“, – ამბობს ერთ-ერთი ემიგრანტი.

მათივე ინფორმაციით, ემიგრანტები სადეპორტაციო სამსახურის ნაცვლად ციხეებში გადაჰყავთ, სადაც რთული პირობებია და შესაძლებელია მათ იქ დარჩენა თვეები მოუწიოთ.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა საქართველოს საგარეო უწყების განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ისრაელის საემიგრაციო სამსახური მუდმივად ახდენს ისრაელში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოწმებას და იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდა, რომ მათ არ გააჩნიათ ისრაელში ლეგალურად ყოფნის საფუძველი, ხდება მათი დეპორტაცია.

„მსგავსი რამ მოხდა საქართველოს მოქალაქეებთანაც მიმართებაში. მათ არ ჰქონდათ ისრაელში ლეგალური ყოფნის უფლება და, შესაბამისად, დაექვემდებარებიან დეპორტაციას. ამ დროისათვის ისრაელის საიმიგრაციო სამსახურის სადეპორტო ცენტრში იმყოფება 24 მოქალაქე, მათგან 12 მოქალაქეს უკვე აქვს ბილეთი და ისინი ინფორმირებულნი არიან მათი დეპორტაციის თარიღის შესახებ. 12 მოქალაქისთვის კი ეტაპობრივად, მიმდინარე კვირის ბოლომდე მოხდება დასაბრუნებელი ბილეთების შეძენა“, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

უწყების განმარტებით, აღნიშნული მოქალაქეები ისრაელის სხვადასხვა ქალაქში, სხვადასხვა დროს დააკავეს გეგმური ოპერაციების დროს და ქართველი ემიგრანტების რაიმე სახის მასობრივი დაკავებების კამპანია არ მიმდინარეობს.

ნინო ხოშტარია

ამავე თემაზე: რას ურჩევს ისრაელში გამგზავრების მსურველ თანამემამულეებს კონსული ალექსანდრე ჯიშკარიანი

თებერვალში უცხო ქვეყნებიდან საქართველოს 300 მოქალაქე გამოაძევეს – თურქეთი და ისრაელი ისევ „ლიდერობენ“

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close