კრიმინალისაქართველო

სექსუალური მოტივით მკვლელობაში ბრალდებულ ქართველს პოლონეთში ასამართლებენ

28 წლის პოლონელი ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქის, ქუთაისელი მამუკა ხეცურიანის სასამართლო პროცესი პოლონეთში გაიმართება.

ბრალდებული ხეცურიანი პოლონურ მხარეს უკრაინამ გადასცა. მას უკვე ჩაუტარდა დნმ-ის ანალიზისთვის საჭირო პროცედურები. ხეცურიანს  სექსუალური მოტივით მკვლელობაში ადანაშაულებენ.

28 წლის პაულინა დ. გასული წლის 20 ოქტომბერს გაუჩინარდა. მისი ცხედარი 26 ოქტომბერს იპოვეს. ექსპერტიზის დასკვნით, პაულინა დ. კისრის არეში მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.

მკვლელობის დღეს ახალგაზრდა ქალი ქალაქ ლოძში, პიოტრკოვსკას ქუჩაზე მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. პოლიციის ინფორმაციით, მამუკა ხეცურიანმა იგი ჰოსტელში მიიყვანა, ფიზიკურად გაუსწორდა, იძალადა, სავარაუდოდ, გააუპატიურა, შემდეგ კი დანით მოკლა. სამართალდამცველებმა პაულინა დ.-ს ცხედარი იანის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს.

39 წლის მამუკა ხეცურიანზე წითელი ცირკულარით ძებნა პოლონეთის ინტერპოლმა გამოაცხადა. იგი უკრაინაში 2018 წლის ნოემბერში დააკავეს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მამუკა ხეცურიანს სამუდამო პატიმრობა ემუქრება.

ნინო ხოშტარია

ამავე თემაზე: საქართველოს მოქალაქე პოლონელი ახალგაზრდა ქალის მკვლელობის ბრალდებით ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნება

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close