კრიმინალისაბერძნეთი

8 წლის გოგონას აღდგომის დღესასწაულზე ბრმა ტყვია მოხვდა

საბერძნეთის სამართალდამცავი ორგანოები იძიებენ შოკისმომგვრელ შემთხვევას, რომელიც საბერძნეთის ერთ-ერთ მხარეში, ბეოტიაში, დაბა თესპიესში მოხდა.

8 წლის გოგონა სხვა ბავშვებთან ერთად ქუჩაში იმყოფებოდა ადგილობრივი დროით დაახლოებით 16:00 საათზე, როდესაც კეფა-კისრის არეში ტყვია მოხვდა. უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ბავშვი სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში.

ეჭვმიტანილია 54 წლის მამაკაცი, რომელიც ინციდენტის დროს ამავე რაიონში იმყოფებოდა. მამაკაცმა აღიარა, რომ პისტოლეტიდან ჰაერში ისროლა.

უსაფრთხოების სამსახურის მონაცემებით, ბრალდებული, ავტოგასამართი სადგურის მფლობელი ათენიდან სოფელ ლეონტარიში ჩავიდა მეგობართან, რათა აღდგომის უქმეები მის სახლში გაეტარებინა.

დღესასწაულის ეიფორიაში მყოფმა მამაკაცმა (შესაძლოა, ზედმეტიც დალია) ამოიღო პისტოლეტი და ჰაერში სროლა დაიწყო. სახლი, რომელშიც ეს მოხდა, დაახლოებით 300-350 მეტრით არის დაშორებული იმ ადგილიდან, სადაც პატარა გოგონა დაიჭრა ბრმა ტყვიისგან. იმ მარკის პისტოლეტიდან გასროლილ ტყვიას, რომელსაც მამაკაცი უკანონოდ ატარებდა, ნამდვილად შეუძლია ასეთ დიდ მანძილზე დააზიანოს სამიზნე.

პოლიციამ 3 სახლი გაჩხრიკა სოფელ ლეონტარიში, რადგან სროლა იქიდან მოდიოდა. ერთ-ერთ მათგანში აღმოაჩინეს ჰილზები და ასე გავიდნენ 54 წლის მამაკაცზე, რომელსაც არ უარუყვია, რომ ისროლა და ჩვენების მისაცემად პოლიციელებს განყოფილებაში გაჰყვა.

სამართალდამცველების მიერ ამოღებული პისტოლეტი, 38-კალიბრიანი Magnum 357 სასამართლო ექსპერტიზის ლაბორატორიაშია გაგზავნილი, რათა მოხდეს მისი იმ ტყვიასთან იდენტიფიცირება, რომელიც გოგონას კისრიდან ამოიღეს. აგრეთვე, ჩატარდება ბალისტიკური ექსპერტიზა, შესაძლებელი იყო თუ არა, რომ ტყვიას ასეთი მანძილი გაევლო და ბავშვი დაეჭრა.

გოგონა ჯერ კიდევ რეანიმაციაში იმყოფება.

წყარო: https://rua.gr/news/procrim/31028-shalnaya-pulya-popala-v-8-mi-letnyuyu-devochku-vo-vremya-prazdnenstv.html

მოიწონეთ სტატია და გააზიარეთ.

მსგავს თემაზე: იტალიაში ღამის კლუბში მომხდარ ჭყლეტაში 6 ადამიანი დაიღუპა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close